ქართული ცისფერი ღვინის პირველი პარტია იაპონიაში გაიგზავნა

ქართული ცისფერი ღვინის პირველი პარტია იაპონიაში გაიგზავნა

access_time2021-10-02 14:00:42

ქართული ცისფერი ღვინის, კესანეს პირველი პარტია იაპონიაში უკვე გაიგზავნა და გაყიდვებიც კი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამის შესახებ George Grey Winery-ს დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი გიორგი რუხაძე აცხადებს. 

ღვინის კომპანიამ George Grey Winery ცისფერი ღვინო კესანეს წარმოება პანდემიის პერიოდში, მიმდინარე წელს დაიწყო„კესანეს“ წარმოების იდეა  George Grey Winery-ს ერთ-ერთ პარტნიორს - თათა საურს ეკუთვნის. 

ბიზნესისთვის რთული პერიოდის მიუხედავად George Grey-ს მეღვინეობამ, თეთრი და შავი ყურძნის კომბინაციით ცისფერი ღვინო „კესანე“ მიიღო, რომლითაც ქართული ბაზრის შემდეგ იაპონელები დაინტერესდნენ.

რაც შეეხება, თავად ბრენდს, “კესანე“ ცნობილი ყვავილია, რომელიც  სხვადასხვა ენაზე ითარგმნება როგორც „არ დამივიწყო“, გარდა  ამისა, ყვავილს ცისფერი შეფერილობა აქვს,  პატარა და ნაზია, ეს მახასიათებლები კი  ყველაზე ნაზ ცისფერ ღვინო - „კესანეს“ ძალიან უხდება.

„ამ პროდუქტზე დაახლოებით 1 წელზე მეტი ვმუშაობდით. ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი მეღვინეები, მეღვინე ქიმიკოსები, ასევე საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები, შედეგად, მივიღეთ უნიკალური ღვინო, რომელიც თავისი გემოვნური თვისებებით გამორჩეულია.

„კესანე“  არის ტკბილი ღვინო, ალკოჰოლის 16%-იანი შემცველობით, ის შემაგრებული ალკოჰოლური სასმელების კატეგორიაში გადის. მოლოდინი გვქონდა, რომ ბაზარს კარგად არ მიეღო და გვეშინოდა. ზოგადად, სიახლეებს ადამიანები მარტივად არ ხვდებიან და ხანდახან უსაფუძვლოდ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებენ ხოლმე. მსგავსი ტიპის მოლოდინი გვქონდა. კრიტიკა იყო, ქარ-ცეცხლი - არა. ვინც გასინჯა ყველასგან მოწონება დავიმსახურეთ. „კესანეს“ ადამიანი პირველ რიგში ინტერესის გამო სინჯავს, ხშირად განმეორებითი ყიდულობენ, ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ღვინო მოეწონათ, შეუყვარდათ,“ - აცხადებს რუხაძე.

მისი ინფორმაცით, ცისფერი ღვინო „კესანეს“ გასაყიდი ფასი 50 ლარამდეა.


რუხაძე აცხადებს, რომ კესანეს ძირითადად, ახალგაზრდა ასაკის მომხმარებელი ჰყავს. შემდეგ მოდის ის კატეგორია, ვისაც სიახლეების არ ეშინია და უპირატესობას ტკბილ ღვინოს ანიჭებს.

„კესანეს“ და George Grey Winery-ს სხვა ღვინის სახეობების  პროდუქტების  შეძენა მომხმარებლებს შეუძლიათ  8000 მოსავალში, ალკორიუმში, თბილელის ქარვასლაში, ალკოჰოლური სასმელების ბუტიკ-მაღაზია “შალიაურში“, მეიდან ბაზარში და  სხვადასხვა  რესტორანსა და სასტუმროში. პროდუქტის შეძენა ონლაინაც შესაძლებელია.

George Grey Winery-ი ოჯახური მეღვინეობის ბაზაზე შეიქმნა და ღვინის ინდუსტრიაში 2018 წლიდან არის წარმოდგენილო. კომპანიას  ვენახები აქვს ქართლში, იმერეთსა და კახეთში, ჯამში 2 ჰა ტერიტორიაზე.

George Grey Winery-ის ბიზნესი ორ ძირითად მიმართულებაზეა დაფუძნებული, ერთი მიმართულება  ტრადიციული მეღვინეობაა, რომლის  ფარგლებშიც  პრემიუმ კლასის ქართული ტრადიციული ღვინოების, მათ შორის საფერავის,  ქინძმარაულის, ქვევრის რქაწითელის, ქვევრის ქისის წარმოება ხდება,  მეორე მიმართულება კი ეთმობა თანამედროვე ბრენდ „კესანეს“, რომელიც George Grey Winery-ის ბრენდის ქვეშ იწარმოება. 

ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ საწყის ეტაპზე რამდენიმე ასეული ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.


წყარო: ბიზნესპარტნიორი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up