„ქართული დავოსი“ ვერ შედგა - რას გვპირდებოდნენ პრემიერ-მინისტრები ბაკურიანის განვითარებაზე 2014 წლიდან

„ქართული დავოსი“ ვერ შედგა - რას გვპირდებოდნენ პრემიერ-მინისტრები ბაკურიანის განვითარებაზე 2014 წლიდან

access_time2023-02-16 14:00:16

„ქართული დავოსად“, მსოფლიოში ცნობილ ოთხი სეზონის სამთო კურორტად და მაღალი დონის ჩემპიონატების მასპინძელ ადგილად ბაკურიანის გადაქცევის პირობა ჯერ კიდევ 2014 წელს გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრემიერობის დროს გასცა, შემდეგ მას სხვა პრემიერ-მინისტრებიც, მათ შორის მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი ღარიბაშვილი მოჰყვნენ.


ბაკურიანის აღორძინების რეალური ძვრები კი 9 წლის შემდეგაც მხოლოდ დაპირებების დონეზე რჩება, წლევანდელ ჩემპიონატს წინ უძღოდა ტალახი თოვლის ნაცლად, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქაოტური განაშენიანება, სასმელი წყლის პრობლემა, საგზაო ინფრასტრუქტურის და ტროტუარების არარსებობა, საცობები და სხვა მრავალი ხარვეზი.


პრემიერ-მინისტრების დაპირებების ქრონოლოგია:


2014 წლის 6 ოქტომბერი

(ყოფილი) ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი — „ბაკურიანი ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და გამორჩეული კურორტი გახდება. ხელოვნური გათოვლიანება ზამთრის სეზონს გაახანგრძლივებს და ეს იქნება გარანტირებული სეზონი ყველა სასტუმროსთვის“, — ასე მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ბაკურიანში, კინოთეატრ „დიდველში“ ადგილობრივ მოსახლეობას.


2016 წლის 10 აგვისტო

(ყოფილი) პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  „ძალიან დიდი განვითარება მიმდინარეობს და ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონული საკონფერენციო ცენტრი, როგორიც ეს არის დავოსი შვეიცარიაში და მას ამისი ყველანაირი პოტენციალი გააჩნია“,  ასეთი დაპირება გასცა ყოფილმა პრემიერმა 7 წლის წინ.




2018 წლის 6 მარტი

(ყოფილი) პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი — „ბაკურიანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად უნდა გადაიქცეს. სივრცითი განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ჩვენი სამთავრობო გეგმის და დღეს ვამტკიცებთ ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. გენერალური გეგმა მოიცავს სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდას და ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე ე.წ „წრის“ შიდა ტერიტორიიის პარკად ჩამოყალიბებას, მდინარე ბაკურიანულას რესურსის სარეკრეაციო გამოყენებას, რეკრეაციული სივრცეების შექმნას, საბავშო მოედნების, კემპინგების, საფეხმავლო გზების, პარკირების მოწესრიგებას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ რეგულაციების საშუალებით ბაკურიანი უნდა გადაიქცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად“, — ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



2019 წლის 14 აგვისტო

(ყოფილი) პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე — „ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს. ეს ინვესტიციები და მსგავსი საერთაშორისო ტურნირები ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობისთვის, დამატებით სამუშაო ადგილებს და რაც მთავარია, საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას“, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.



2020 წლის 12 ოქტომბერი

(ყოფილი) პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია — „ბაკურიანში უკვე დაიწყო როგორც სათაო ნაგებობის, ასევე კიდევ ერთი წყლის რესურსის მოძიების სამუშაოები და წელს უკვე 10 მლნ დაიხარჯა ამ პროექტში და 2021 წლის სეზონისთვის ეს პროექტი დასრულდება, ბაკურიანში წყლის პრობლემა არ უნდა არსებობდეს. ბაკურიანში მუნიციპალური ტრანსპორტი იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, ტურისტების რაოდენობა იმატებს, აუცილებლად მოსაგვარებელია და წელსაც სეზონის დაწყებამდე მოესწრება სპეციალური, 10 ავტობუსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოთხილამურეებსაც თავისი აღჭურვილობა ატარონ თან. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როდესაც ბაკურიანში ჩემპიონატი ჩატარდება ბაკურიანი სრულად უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ ევროპულ დონეზე დავხვდეთ და ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს“, — ამის შესახებ გიორგი გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა.


2023 წლის 11 თებერვალი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი — „ბაკურიანი მუდმივად მზად უნდა იყოს მაღალი დონის ჩემპიონატებისთვის. ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა და ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჯამში 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. ვგეგმავთ მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში ყოფნისას, სადაც მან ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა.


მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. „ბაკურიანი 2023“ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 სხვადასხვა შეჯიბრი ჩატარდება. 

თეგები:
ბაკურიანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up