ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ იგრძნობა

ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ იგრძნობა

access_time2022-01-26 10:00:12

ქართული ღვინის ექსპორტზე რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის გამწვავებას გავლენა ჯერჯერობით არ მოუხდენია. კომპანიები ექსპორტს უკრაინის ბაზარზე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უკრაინულ მხარესთან დადებული კონტრაქტები არ შეცვლილა. როგორც ,,თელავის ღვინის მარნის“ დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, უკრაინაში დიდი დაძაბულობაა, თუმცა ბიზნესზე ამის გავლენა ჯერჯერობით არ იგრძნობა.

 

,,უკრაინასა და რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი ჩვეულ ტემპში ხორციელდება. ჩვენ შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ არის, სამომავლოდ რა შეიძლება მოხდეს, ამაზე საუბარი ნაადრევია. დადებული ხელშეკრულებები ძალაშია და კონტრაქტების გადახედვა არ მომხდარა უშუალოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გამო. ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნესს და ვმოქმედებთ ბიზნეს გეგმების საფუძველზე, თუ იქნება შეკვეთები, ჩვეულებრივ გავაგზავნით პარტიებს, როგორც ამას ახლა ვაკეთებთ. დაძაბულობა არის, მაგრამ ეს ჩვენ საქმიანობაზე არ ასახულა, ამ ეტაპზე ეს მოცემულობაა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. თუ სიტუაცია დროულად გამოსწორდება, ჩვენი პროდუქტის ექსპორტს უკრაინაში ხელს არაფერი შეუშლის, ვფიქრობთ გაფართოებაზეც და იმედია, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - აცხადებს რამაზაშვილი ,,კომერსანტთან“.


მისივე ინფორმაციით, დღესდღეობით ,,თელავის ღვინის მარნის“  პროდუქციის 15% უკრაინაში გადის, 9% კი რუსულ ბაზარზე იყიდება.

 

ცნობისთვის, ,,თელავის ღვინის მარანი“ საუკუნეზე მეტს ითვლის  ის 1915 წელს თელავის მახლობლად დაარსდა.

 


აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთი და უკრაინა პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ.


2021 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, რუსეთში ექსპორტირებულია 55 867 692 ბოთლი ღვინო, უკრაინის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 11 667 525 ბოთლს შეადგენს.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჯამში  2021 წელს საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


ამ პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up