ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება - იტალიაში, ქალაქ მერანოს ცენტრში ქართული ქვევრი დაიდგა

ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება - იტალიაში, ქალაქ მერანოს ცენტრში ქართული ქვევრი დაიდგა

access_time2022-11-17 11:40:00

ქართული ქვევრი, როგორც ღვინის ძეგლი, იტალიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, მერანოს ცენტრში დაიდგა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მონუმენტის გახსნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის ფესტივალის - მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში მოხდა. ღონისძიებას მერანოს მერი დარიო დალ მედიკო, ფესტივალის დამაარსებელი ჰელმუდ კიოხერი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი დაესწრნენ.



„ქალაქ მერანოში დაიდგა ქვევრი, როგორც მონუმენტი, რომელზეც დატანილია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და ასევე, რომ 8000 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოა ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა. ამ მნიშვნელობის ფესტივალზე მსგავსი აქცენტი ქართულ ღვინოზე ძალიან დასაფასებელია, ვინაიდან მერანოს ღვინის ფესტივალი უკვე 30 წელია ტარდება და ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია“, - განცხადა ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.




„ღვინის სამშობლოდ ქარული ღვინის პოზიციონირება ჩვენი ღვინის ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდა. ის, რითაც ჩვენ მუდამ ვამაყობდით, ახლა გამყარებულია მეცნიერული კვლევებით, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა ღვინის სამშობლო, სადაც 8000 წლის განმავლობაში უწყვეტად ხდება ღვინის წარმოება. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღესაც ღირსეულ ადგილს ვიკავებთ მსოფლიო ბაზრებზე და მუდმივად ვითარდებით. ჩვენი აღიარება მერანოს ფესტივალზე ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ გვჭირდება ამ მოცემულობის მუდმივი და საინტერესო პოზიციონირება. ჩვენი ისტორიის და ჩვენი დღევანდელობის უნიკალური სინთეზი სწორად უნდა წარვადგინოთ მსოფლიო ღვინის ბაზრებზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.
30 წლიანი ისტორიის მერანოს ღვინის ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ევროპის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან; ათასობით სტუმარს კი, შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მასტერკლასებსა და დეგუსტაციებში.



წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ ღვინოს და ქართველ მწარმოებლებს. წლევანდელ გამოფენაზე ორმოცამდე კომპანიის ქართული ღვინო იყო წარდგენილი, როგორც საგამოფენო სივრცეში, ისე დეგუსტაციებზე. წამყვანმა იტალიურმა არხებმა სპეციალური რეპორტაჟები მოამზადეს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ. აღინიშნა, რომ სამხრეთ ტიროლში, იტალიელმა მწარმოებელმა ქართული საფერავის წარმოება დაიწყეს.
ასოციაციის „ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორის, თინა კეზელის განცხადებით, ქართული მხარე მერანოს ფესტივალის ორგანიზატორებთან თანამშრომლობის გაფართოებას სამეცნიერო და საგანმანთლებლო მიმართულებითაც გეგმავს, რაც ქართველ მწარმოებლებთან ერთად, ჩვენი მეცნიერებისა და მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვისაც ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საფუძველი უნდა გახდეს.




თეგები:
ქვევრი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up