ქართული ღვინის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ქართული ღვინის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

access_time2023-01-18 21:00:53

ქართული ღვინის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. სწორედ რუსეთზე მოდის ექსპორტირებული ღვინის 69.9%-ი. 2022 წელს რუსეთში 87 070 634 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2021 წელს კი 62 115 759 ბოთლის, შესაბამისად ზრდა 40%-ა.


2021 წლის ღვინის ექსპორტის სტატისტიკაში კი რუსეთის წილი 58%-ია.


2022 წელს რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტიორებს შორის ლიდერი Bolero & Company-ა, რომელზედაც რუსეთში ექსპორტირებული ღვინის 12%-ი მოდის. 2022 წელს აღნიშნულმა კომპანიამ რუსეთის ბაზარზე 10 392 691 ბოთლი ღვინო გაგზავნა. რუსეთში ექსპორტიორ კომპანიებს შორის მეორე ადგილზეა GVMT Group-ი, რომლის მიერ რუსეთში შეტანილი ღვინის მოცულობა 9 990 010 ბოთლია, ანუ რუსეთში ღვინის მთლიანი ექსპორტის 11%-ი. 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი მთლიანობაში 70 კომპანიამ განახორციელა.



რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტიორი კომპანიების TOP-10 ასე გამოიყურება:


1. Bolero & Company - 10 392 691 ბოთლი

2. GVMT Group - 9 990 010 ბოთლი

3. დუგლაძეების ღვინის კომპანია - 7 004 905 ბოთლი

4. ბადაგონი - 6 738 391 ბოთლი

5. ასკანელი ძმები - 6 236 155 ბოთლი

6. კახური ტრადიციული მეღვინეობა - 5 948 675 ბოთლი

7. კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა - 4 973 298 ბოთლი

8. ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი - 2 663 978 ბოთლი

9. გრუზვინპრომი - 2 622 195 ბოთლი

10. ქართული ღვინის სახლი - 2 611 227 ბოთლი.

საგულისხმოა, რომ საქართველომ ღვინის ექსპორტი 16%-ით გაზარდა. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ექსპორტზე 124 520 689 ბოთლი ღვინო გავიდა, 2021 წელს კი 107 134 552 ბოთლი, შესაბამისად ზრდამ 16,2%-ი შეადგინა.


თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up