ქართული ღვინის რიგით მესამე ფორუმი ონლაინ ფორმატში გაიმართა

ქართული ღვინის რიგით მესამე ფორუმი ონლაინ ფორმატში გაიმართა

access_time2020-11-12 15:42:12

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის ფორუმი“ მესამედ, ამჯერად ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმში მონაწილეობა დისტანციურად მიიღო. მინისტრი „ქართული ღვინის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სამეცნიერო ვებინარში ჩაერთო, რომელიც ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალურ კულტურას მიეძღვნა. ვებინარზე ქართული ღვინის ისტორიის, გენეტიკისა და ტრადიციების პარალელურად, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი პოტენციალი და პერსპექტივები, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო პანდემიამდე და პანდემიის პირობებში.


ვებინარში მონაწილეობდნენ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართული ვაზისა და კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის კოორდინატორი დავით მაღრაძე, ექსპერტი თორნიკე კორძაია, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მათ შორის, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი (Patrick Edward McGovern).


ქართული ღვინის ფორუმი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით იმართება. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, ხოლო გასულ წელს, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა. მიმდინარე წელს ფორუმის გამართვა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მეღვინეობის უნივერსიტეტის ბაზაზე, რობერტ მონდავის ცენტრში იგეგმებოდა. თუმცა, პანდემიის გამო, მისი ჩატარება ონლაინ ფორმატში გადაწყდა. ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარების მიერ ხდება ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების გაცნობა-განხილვა.



ფორუმის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებიც პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროების წარმომადგენლებისთვის. მიმდინარე წელს, ქართული ღვინის წარდგენა ონლაინ მოხდება, რომელშიც 50-მდე ღვინის პროფესიონალი დისტანციურად იქნება ჩართული.


ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა, პანდემიის პირობებშიც სხვადასხვა ფორმატში, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
ფორუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up