ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველო ქართული ღვინის საერთაშორისო დეგუსტაციას მასპინძლობს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, ჩინეთის, შვედეთის გავლენიანი გამოცემების საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ღვინის კრიტიკოსები, სომელიები ესწრებიან. ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები კომპანია „ასკანელმა“ მოიწვია, სწორედ ისაა ღონისძიების მხარდამჭერი და გენერალური სპონსორიც.
დეგუსტაციაზე მონაწილეობას იღებენ საქართველოში არსებული როგორც მცირე მარნები, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიები: თელიანი ველი, შატო მუხრანი, მტევინო, ბარბარე, მეღვინეობა შუმი, ხომლი, ქართველი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, შალვინო, პრინცი იოანე ბაგრატიონი, ვაზისუბნის მამული, ვარდიაშვილის საოჯახო ღვინო, გიუაანი მეღვინეობა, მტევინო, გურამიშვილის საოჯახო მარანი და სხვა.
საქართველოში ვიზიტის დროს სტუმრები თბილისის ღვინის მუზეუმს ეწვივნენ, ქართული ღვინის კულტურის განვითარების ისტორიას გაეცნენ და ღვინოსთან დაკავშირებული სამუზეუმო ექსპონანტები დაათვალიერეს.