2017-დან 2019 წლებში ქართული ღვინის საექსპორტო ფასი მატებას აჩვენებდა. 2020 და 2021 წლებში კი პანდემიამ და ნაკლებად მიმზიდველ ბაზრებზე ორიენტირებამ საექსპორტო ფასის კლება გამოიწვია. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2021-ში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები რუსეთი და უკრაინა იყო, რომლებსაც მთლიანი წილის 66% ეკავა. 2020 წლიდან კი საექსპორტო ფასის ამ ბაზრებზე კლებამ ჯამში საექსპორტო ფასის შემცირება გამოიწვია.
ყველაზე ძვირად ქართული ღვინო იაპონიაში, ამერიკასა და გერმანიაში ფასობს - სწორედ ამ ბაზრებზე გადის ყველაზე მაღალი ხარისხის ღვინო.
1 ლიტრი ღვინის საიმპორტო ფასი იაპონიაში 6.99 დოლარს შეადგენს, ამერიკაში 6. დოლარს, გერმანიაში 5 დოლარს, ბრიტანეთში 3.9 დოლარს, ჩინეთში 3.7 დოლარს, რუსეთში კი 2.7 დოლარს.