ქართული ინოვაციური სამშენებლო მასალები „პანექსისგან“

ქართული ინოვაციური სამშენებლო მასალები „პანექსისგან“

access_time2023-04-07 14:00:56

საქართველოში პირველი პოლიურეთანის სენდვიჩ-პანელების და ინდუსტრიული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ 2015 წელს დაარსდა და მალე დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა -  შეიცალა მენეჯმენტი და განახლდა წარმოების ხაზი, რამაც ქარხანა წარმატების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.


მოქნილმა პროცესმა და ხარისხის მუდმივმა შენარჩუნებამ ხელი შეუწყო სამშენებლო სექტორის სწრაფ განვითარებას. კომპანიის მიზანი ადგილობრივ ბაზარზე განვითარება და მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაა.


„პანექსი“ აწარმოებს კედლის და სახურავების სენდვიჩ-პანელებს, აქსესუარებს და მაცივრის კარებს. პოლიურეთანის სენდვიჩ-პანელები ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვის, როგორიცაა: სამაცივრე და საყინულე სათავსოები, სასაწყობე და საწარმოო შენობები, ტექნიკური, კომერციული და საცხოვრებელი ჯიხურები. ის ასევე იდეალურია არსებული შენობების თბოიზოლაციური შეფუთვისათვის.




აღსანიშნავია, რომ „პანექსში“ წარმოების პროცესში აქტიურად არიან ჩართული ევროპელი სპეციალისტები, რომლებიც წარმოების ხარისხს აკვირდებიან და ყველა სტანდარტს ზედმიწევნით იცავენ.


„პანექსის“ პანელებით შესრულებულ პროექტებს შორისაა: „კოკა-კოლას“, „ბრედფილდის“, „ბარამბოს“, „ბოინგის“, „ანაგის“, „გუდვილის“, „ფუდსერვისის“, „ქართული ცემენტისა“ და სხვა კომპანიების სამშენებლო ობიექტები.





„პანექსს“ 50-მდე დასაქმებული ჰყავს. წლიურად კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 25% - ექსპორტზე გადის - აზერბაიჯანსა და სომხეთში.


„პანექსი“ პანელით წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ინდუსტრიული შენობა შენდება.


2022 წელს კომპანიის წარმოება - 300 000 კვ.მ. იყო. 2023 წლისთვის წინა წლის მაჩვენებლის 500 000 კვ.მ-მდე გაზრდაა დაგეგმილი.


სენდვიჩ-პანელებს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ისინი ეკონომიურია, რადგან მათ უკვე დამუშავებული ზედაპირი აქვთ, რომელიც არ საჭიროებს ფასადზე დამატებით სარემონტო სამუშაოებს, რაც სამშენებლო ხარჯებს ამცირებს;


მეორე უპირატესობა კონსტრუქციის სიმსუბუქეა, საძირკვლის აგების დანახარჯების შემცირებას განაპირობებს. ამასთან ერთად, სენდვიჩ-პანელების მონტაჟი მძიმე ამწე მოწყობილობების გამოყენებას არ საჭიროებს;


პოლიურეთანის ქაფი, რომელიც გამოიყენება სენდვიჩ-პანელის შიდა ფენაში, მისი ქიმიური დანამატების წყალობით აფერხებს ხანძრის გაჩენას და გავრცელებას;


გარე ლითონის ფენა ხასიათდება ფასადის ფერის შენარჩუნების ხანგრძლივობით, იგი ამცირებს დასხივების ინტენსივობას და ხელს უწყობს შენობაში სათანადო ტემპერატურის შენარჩუნებას. სენდვიჩ პანელები ასევე ხასიათდება ბგერითი იზოლაციის მაღალი კოეფიციენტით;


ამას გარდა, პროდუქცია გამოირჩევა ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით, იგი 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომარეობას.


სენდვიჩ-პანელის კიდევ ერთი უპირატესობა მობილობაა. ის ერთადერთი მასალაა, რომლის მეშვეობით აგებული შენობის დემონტაჟი, გადატანა და ხელახალი მონტაჟი იოლადაა შესაძლებელი.


პროდუქცია საქართველოში, კერძოდ რუსთავში იწარმოება (წითელი-ხიდის გზატკეცილი მე-17 კმ.) და როგორც კომპანიაში აცხადებენ, „პანექსის“ პანელები სრულად ქართული პროდუქტია.




თეგები:
პანექსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up