ქართული კომპანიები, რომლებმაც 2021-2022 წლებში კაპიტალი ობლიგაციებით მოიზიდეს

ქართული კომპანიები, რომლებმაც 2021-2022 წლებში კაპიტალი ობლიგაციებით მოიზიდეს

access_time2022-02-09 12:00:33

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასიანი ქაღალდების გამოშვება ჩვეულებრივი მოვლენაა და ბიზნესის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს, საქართველოში კი ყველაფერი ისევ ძირითადად ბანკებზეა დამოკიდებული, რის გამოც რომელიმე კომპანიის მხრიდან ობლიგაციების ემისია დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე. ბოლო მსხვილი გარიგება „სილქნეტმა“ განახორციელა, რომელმაც ობლიგაციებით $300 მლნ-ის მოზიდვა შეძლო.

 

„სილქნეტის“ ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია და 8.375%-ს შეადგენს. კომპანიაში განაკვეთის მოცულობას რეგიონში შექმნილი რთული ვითარებით ხსნიან, თუმცა ასევე აღნიშნავენ, რომ განაკვეთი რეგიონის სხვა მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების, „ვოდაფონ უკრაინასა“ და „თურქ ტელეკომის“ მაჩვენებლების დონეზეა.

 

სილქნეტმა $100 მლნ ობლიგაციებით, კიდევ უფრო ძვირად - 11%-ად 2019 წელსაც მოიზიდა.

 

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალ ობლიგაციებში ინვესტირება ამერიკისა და ევროპის მაღალი ხარისხის, ინსტიტუციურმა საინვესტიციო კომპანიებმა განახორციელეს. ასევე, ობლიგაციები პირველად შევა JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსში.

 

მოზიდული თანხა სატელეკომუნიკაციო სერვისების დანერგვა-განვითარებას მოხმარდება.

 

„სილქნეტი“ 2009 წელს დაარსდა. ქართულ ბაზარზე მან ტელევიზიის გადახვევის სერვისი პირველმა დანერგა, პარალელურად ბაზარს ოპტიკურ ინტერნეტს აწვდიდა, 2018 წელს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება დაიდო და „სილქნეტმა“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილი $152 მლნ-ად შეიძინა.

 

2021 წლის მდგომარეობით „სილქნეტი“ როგორც ოპტიკური ინტერნეტის, ასევე საკაბელო ტელევიზიისა და მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე მაგთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა.

 

კიდევ ერთი ქართული, მაგრამ ამ შემთხვევაში 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი, რომელიც ობლიგაციებითაა წარმოდგენილი, საქართველოს რკინიგზაა. მან გასული წლის ივნისში ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით 7 წლის ვადით $500 მლნ-ის ევროობლიგაციები 4%-ად განათავსა, რითაც 2012 წლის ვალდებულება გადაფარა. 10 წლის წინ რკინიგზას ობლიგაციებში საკმაოდ ბევრის  7.75%-ის გადახდა მოუწია.

 


საქართველოს რკინიგზა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2.348 მლრდ ლარის აქტივებს ფლობდა. იმავე წელს კომპანიის შემოსავალმა 489 მლნ ლარს მიაღწია, მაგრამ გაზრდილი ხარჯების გამო მოგების ნაცვლად, 165 მლნ-ით მინუსში გავიდა.

 

პანდემიურ წელს მგზავრთა რაოდენობა 3.2-ჯერ 3.027 მლნ-დან 939 ათასამდე შემცირდა, გადაზიდული ტვირთების რაოდენობა კი 1.9%-ით 11.063 მლნ ტონამდე გაიზარდა.

 

რკინიგზას სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტად მიიჩნევს და მისი მხოლოდ 25%-იანი წილის გაყიდვის ალბათობას უშვებს, თუმცა ის დღემდე მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. 2012-2018 წლებში გაუმართავი მენეჯმენტისა თუ სხვა პრობლემების გამო ტვირთბრუნვა განახევრდა, ეს იმ ფონზე, როდესაც პოტენციალი სრულად არც 2012 წელს იყო ათვისებული. 2019 წლიდან ტვირთბრუნვამ ზრდა დაიწყო მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. 2021 წლის სრული მაჩვენებელი ჯერ არ გასაჯაროებულა, იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით კი ტვირთბრუნვა 9.6%-ით 8 მლნ ტონამდეა გაზრდილი.

 

2013-2017 წლებში, იმ პერიოდში, როდესაც 2012 წლის შემდეგ ტვირთბრუნვა ყველაზე მეტად 20.1 მლნ-დან 10.7 მლნ ტონამდე შემცირდა, უწყებას მომავალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.

 

2017 წლის ოქტომბერში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნა, ტვირთბრუნვის ზრდის მიუხედავად დატვირთვა ჯერჯერობით მინიმალურია. სამგზავრო გადაყვანები კი არც დაწყებულა.

 

2021 წელს ობლიგაციები „ნიკორმაც“ გამოუშვა, ოღონდ ბევრად უფრო მოკრძალებული თანხის - 35 მლნ ლარის ოდენობით, რაც მაშინდელი კურსით დაახლოებით $11 მლნ-ს შეადგენდა. თითქმის იმავე მოცულობის - $10 მლნ-ის ობლიგაციები გამოუშვა „საქართველოს სალიზინგო კომპანიამაც“, „ლისი დეველოპმენტმა“ კი ოდნავ მეტის - $12 მლნ-ის.

 

2022 წელს $15 მლნ-ის მოცულობის წლიური 6.75%-იანი განაკვეთის ობლიგაციები „აი ჯი დეველოპმენტ ჯოჯიამაც“ გამოუშვა, რომელიც „სითი მოლის“ სახელით ოპერირებს.

 

კომპანიების გარდა 2021 წელს $500 მლნ-ის ევროობლიგაციები სახელმწიფომაც განათავსა, უფრო სწორად ძველი ვალდებულება ახლით გადაფარა.

 

ევროობლიგაციების ქართული ისტორია 2008 წლიდან იწყება, 13 წლის წინ საქართველომ გაზსაცავის მშენებლობისთვის $500 მლნ მოიზიდა. თანხა რამდენიმე თვეში რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ გადამისამართდა. გაზსაცავი არც მაშინ აშენებულა და არც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. თავად ობლიგაციები, რომელიც 5 წელიწადში უნდა გამოსყიდულიყო, დღემდე არ დაფარულა. პირველი რეფინანსირება 2011 წელს მოხდა, მეორე 2021 წლის აპრილში.

 

პირველი ემისიის დროს ობლიგაციებზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი იყო და 7.5%-ს შეადგენდა. მაღალი განაკვეთი რამდენიმე მიზეზით აიხსნებოდა, სწრაფი ტრანსფორმაციის მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შეძენა მაინც რისკიან ფინანსურ ოპერაციად მიიჩნეოდა, Libor-ზე (ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსი) საპროცენტო განაკვეთი მაღალი იყო და წლის დასაწყისში 3%-ს აღემატებოდა, წელს 0.5%-ზე ნაკლებია. სესხის აღების მომენტში საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდებოდა და სტრატეგიული ობიექტისთვის მსგავსი ხარჯის გაღება გამართლებულად მიიჩნეოდა.

 

პირველი რეფინანსირების დროს, 2011 წელს საპროცენტო განაკვეთი 6.9%-მდე შემცირდა. 2021 წელს 2.75%-მდე. ობლიგაციების დაფარვის თარიღად 2026 წელი განისაზღვრა.

 

საპროცენტო განაკვეთის კლების მიუხედავად, ლარის გაუფასურების შედეგად, ძირი თანხა თითქმის ყოველთვის იზრდებოდა. პირველი ემისიის დროს $500 მლნ 725 მლნ ლარს უდრიდა, 2011 წელს 833 მლნ-ს,  ბოლო რეფინანსირების დროს - 1.717 მლრდ, დღეს კი 1.460 მლრდ-ს.

 

2008 წლიდან დღემდე მხოლოდ პროცენტში, ძირი თანხის შეუმცირებლად, საქართველომ $450 მლნ-ზე მეტი გადაიხადა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up