ქართული კრიპტოვალუტის ბაზარზე TOP 5 მნიშვნელოვანი მოვლენა „კრიპტომატის“ დირექტორისგან

ქართული კრიპტოვალუტის ბაზარზე TOP 5 მნიშვნელოვანი მოვლენა „კრიპტომატის“ დირექტორისგან

access_time2022-12-30 10:00:50

2022 წელის კრიპტოვალუტის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე პერიოდი იყო. უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი თითქმის ყოველდღიურად მცირდებოდა და არაერთი მსხვილი კომპანია გაკოტრდა. 


რით იყო გამორჩეული მიმდინარე წელს საქართველოს კრიპროვალუტის ბაზარი და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ამის შესახებ „კომერსანტთან“ „კრიპტომატი“-ს დირექტორმა იოსებ ბოლქვაძემ ისაუბრა.


„პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამერიკის ფედერალური სარეზერვო სიტემის პოლიტიკის და გლობალური ეკონომიკური რეცესიის შედეგად რაც მივიღეთ, ანუ ძირითადი ციფრული აქტივები მნიშვნელოვნად შემცირდა, სწორედ ამით შეგვიძლია დავახასიათოთ წლევანდელი წელი.



მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საქართველოში კრიპტოვალუტების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად იქცა. ფაქტობრივად მთელი რუსეთი „ქოინებს“ ქართული მარკეტიდან ყიდულობს. ეს რეგიონალური და ლოკალური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.


ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რაც მოხდა, იყო სიდიდით მეორე-მესამე კრიპტობირჟის  FTX-ის გაკოტრება. FTX-ის კოლაფსის შედეგად, მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდი გაქრა. ეს ფაქტი ბევრ ქართველ მომხმარებელსაც შეეხო. დადასტურებული მონაცემები არ არსებობს, თუმცა სუბიექტური გაზომვებით, შეიძლება ითქვას რომ Binance არის ყველაზე პოპულარული ქართველი მომხმარებლებისთვის, ხოლო მეორე ადგილზე FTX-ია, ძირითადად ქართველი მომხმარებლები ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობენ და სწორედ ამიტომ არის ეს ორი პლატფორმა მათთვის საინტერესო.


ეროვნული ბანკის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც საინტერესოა, რომელიც გულისხმობს, რომ 2023 წლიდან კრიპტოს გადაცვლის საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში დარეგულირებული იქნება და ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერის ლიცენზიაც გაჩნდება.


და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია Binance-ის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში და მისი განცხადებები. თუ ამას მართლაც მოყვება რეაგირება, საქართველოში რეგიონული ოფისი გაიხსნება და ამ მიმართულებით ფულიც ჩაიდება, ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის და ლოკალური ეკოსისტემისთვისაც. Binance საქართველოში პირველ ადგილზეა, რადგან აქვს ყველაზე დახვეწილი პროდუქტი, მაღალი ლიკვიდობა და ყველაზე დიდი სავაჭრო მოცულობა“,  ამბობს იოსებ ბოლქვაძე.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up