„ქართული ლუდის კომპანია“ ამერიკული კომპანია Molson Coors-ის ლუდის ბრენდის MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა

„ქართული ლუდის კომპანია“ ამერიკული კომპანია Molson Coors-ის ლუდის ბრენდის MILLER-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა

access_time2022-07-25 11:55:18

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის, ამერიკული კომპანია „Molson Coors”-ის ლუდის ბრენდის - „MILLER“-ის ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორი გახდა.


კომპანიის კორპორაციული მმართველობის სისტემის, ფინანსური, იურიდიული და ტექნიკური აუდიტის შემდეგ, „ზედაზენის“ ლუდის პორტფელს, ამერიკული პრემიუმ ბრენდი „MILLER”-ი შეემატა. აღნიშნული ბიზნეს გარიგება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ზედაზენის“ საწარმო, სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მსოფლიო სტანდარტსა თუ მოთხოვნას, რაც საჭირო და აუცილებელია მაღალი ხარისხის, პრემიუმ ბრენდების წარმოებისთვის.


საქართველოში წარმოებული „MILLER”-ი გაიყიდება საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.


„MILLER”-ი მსუბუქი, ამერიკული, პრემიუმ კლასის ლუდია. მის გემოს განსაკუთრებულს არამხოლოდ მისი რეცეპტი, არამედ ხარშვის უნიკალური ტექნოლოგია - ოთხჯერადი ფილტრაცია ქმნის.


„ყველაფერი საუკეთესო, იქმნება საუკეთესო ინგრედიენტებით“ - ამ დევიზის რეალობად ქცევისთვის, „MILLER” - ის ყველა მწარმოებელი კომპანია იყენებს სვიას, რომელიც სპეციალურად დამუშავებულია ლუდისთვის ნაკლებად მწარე გემოს მისანიჭებლად და სპეციალიზებულ ალაოს, რომლითაც ქმნის მდიდარ ოქროსფერ სითხეს თითოეულ ბოთლში.



„მოგეხსენებათ, რომ „ზედაზენი“ გამოირჩევა თავისი ნოვატორობით ლუდის ბაზარზე. პანდემიის მიერ გამოწვეული სირთულეები ჩვენ შესაძლებლობად გარდავქმენით და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის რომ ქართული ლუდის ბაზარი კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა. თითქმის სამწლიანი მოლაპარაკებების, დამატებითი ინვესტიციების, ექსპერიმენტალური ხარშვების, საწარმოს აუდიტების და კომპანიის მართვაში დასავლური სტანდარტების დანერგვით, დღეს უკვე ამაყად ვაცხადებთ, რომ ლუდსახარში „ზედაზენი“ არის ლუდის ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტის “Molson Coors”- ის პარტნიორი და „MILLER”-ის ლიცენზიანტი ჩვენს რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. ასე, რომ „ეს ჩვენი დროა, ეს მილერის დროა“ - აცხადებს ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up