„ქართული ლუდის კომპანია“ სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ მფლობელ „რითეილ ჯგუფში“ წილის ზრდითაა დაინტერესებული

„ქართული ლუდის კომპანია“ სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ მფლობელ „რითეილ ჯგუფში“ წილის ზრდითაა დაინტერესებული

access_time2022-11-22 09:30:13

სს „ქართული ლუდის კომპანია“ სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ მფლობელ შპს „რითეილ ჯგუფში“ წილის ზრდითაა დაინტერესებული.


როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ 13 დეკემბრისთვის ჩანიშნულ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგშია აღნიშნული, კრებაზე განიხილება  შპს „რითეილ ჯგუფში“ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირი წილის 30%-მდე ზრდის საკითხი.


„სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ შპს „რითეილ ჯგუფში“ პირდაპირ ან არაპირდაპირ 30%-მდე წილის შეძენა არაუმეტეს 9 მლნ დოლარად და აღნიშნული მიზნით სს „ქართული ლუდის კომპანიის“ და მისი შვილობილი საწარმოს (მათ შორის, „ჯიბისი ინვესტის“) მიერ კომპანიის ან/და შვილობილი საწარმოს კუთვნილი არსებული/სამომავლო ქონების იპოთეკით/გირივნობით დატვირთვა ან/და სესხის გაცემა/აღება თავდებობის კისრება; დირექტორისთვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი, რათა მან, სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ შპს „რითეილ ჯგუფში“ წილის პირდაპირ/არაპირდაპირ შეძენის მიზნით, ხელი მოაწეროს ნებისმეირ ხელშეკრულებას/შეთანხმების, განსაზღვროს მათი პირობები და განახორციელოს ნებისმიერი ქმედება აღნიშნული წილის რეგისტრაციის მიზნით“, - აღნიშნულია აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგში.


დღეისათვისრითეილ ჯგუფშისუბიექტების წილობრივი მდგომარეობა ასეთია:

30%- შპსქისთოუნ ინვესთმენთი“, (თემურ ანჩაბაძე - რმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია);


26,67%-
შპსდოლ ნეი ქენსალთენთი“ /კვიპროსი/;


20,04%-
შპსჯიბისი ინვესტი“, (ქართული ლუდის კომპანია);



13,33%-
შპსგუდ ფროდაქტი“, (დავით ბეჟუაშვილი);


9,96%-
შპსრითეილ ინვესთმენთი“.



აღსანიშნავია, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ”  2021 წლის მარტში  დააარსა 100% შვილობილი კომპანია შპს „ჯიბისი ინვესტი“ და განახორციელა შპს „რითეილ ჯგუფში“ მისი წილის 20,04% ოდენობის შენატანი შვილობილი საწარმოს საკუთარ კაპიტალში. შპს „ჯიბისი ინვესტის ოპერაციები შემოიფარგლება მხოლოდ შპს „რითეილ ჯგუფში“ მისი წილების ფლობით და ასოცირებული საწარმოს კაპიტალში შენატანებით კომპანიის მოთხოვნისა და დაფინანსების საფუძველზე.

 

არსებული წილობრივი გადანაწილებიდან თუ კი ჯიბისი ინვესტიანუ სს „ქართული ლუდის კომპანიისშვილობილი კომპანია უკვე ფლობს აქციათა 20,04%-ს, მას 30%-მდე შესავსებად 9,96%-ი ესაჭიროება. საინტერესოა, დარჩენილი 4 აქციონერიდან რომელი კომპანიასთან აწარმოებს „ქართული ლუდის კომპანია“ მოლაპარაკებებს, ან რომელიც აქციონერი გეგმავს წილის ნაწილის დათმობას.

 

სუპერმარკეტების ქსელი ,,მაგნიტი’’ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. როგორც კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „მაგნიტი“ პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 270-ზე მეტ ფილიალს და 4500-მდე დასაქმებულს აერთიანებს.


ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში, ქალაქებსა და სოფლებშია წარმოდგენილია. კომპანია აერთიანებს მცირე და საშუალო სუპერმარკეტებს, ასევე დიდ და მრავალფუნქციურ სავაჭრო სივრცეებს, რომელიც თბილისსა და ბათუმში „მაგნიტი მაქსის“ სახელითაა წარმოდგენილი.


კომპანიას „მაგნიტის“ წარმოების ხაზი აქვს, რომელიც პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმსა და მზა კვების პროდუქტებს აერთიანებს.
„მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა აჩვენებს, რომ „მაგნიტი“ სწრაფად განვითარებადი ინოვაციური და სიახლეებზე ორიენტირებული ქსელია, რომელიც საზოგადოებას ხელმისაწვდომ ფასებს და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს“, - აღნიშნულია „მაგნიტის“ ვებგვერდზე.

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up