“ქართული ლუდის კომპანიამ ექსპოტის მხრივ პანდემიამდელი მაჩვენებელი თითქმის 34% - ით გააუმჯობესა

“ქართული ლუდის კომპანიამ ექსპოტის მხრივ პანდემიამდელი მაჩვენებელი თითქმის 34% - ით გააუმჯობესა

access_time2021-12-30 10:55:47

სს ქართული ლუდის კომპანიამ მოახერხა და ექსპორტის მხრივ პანდემიამდე არსებული მაჩვენებლები თითქმის 34%-ით გააუმჯობესა. თუ კიკომპანიამ 2019 წელს 11 თვეში ექსპორტზე 3 735 199 ლიტრი პროდუქცია გაიტანა, 2021 წლის 11 თვეში შეძლო და 5 მლნ. ლიტრი პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, შესაბამისად ზრდამ 33.9%-ი შეადგინა.


სს ქართული ლუდის კომპანიის ექსპორტის მენეჯერი არტიომ მანუკიანი განმარტავს, რომ პანდემიის პირობებშიც კომპანიას საექსპორტო ბაზრების ათვისება არ შეუჩერებია და ცდილობდა, რომ COVID-19-ის გამო წარმოქმნილი კრიზისის ფონზეახალი ბაზრები მოეძიებინა.


პანდემიამ, რომელმაც გარკვეული პერიოდი მთელი მსოფლიო გააჩერა, ცხადია თითქმის ყველა ბიზნესს შეეხო. ექსპორტის განვითარება, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმი იქნებოდა ბიზნესების მხარდასაჭერად. ზედაზენის შემთხვევაში, ჩვენ შევძელით რომ საქესპორტო ქვეყნების გეოგრაფი კიდევ უფრო გაგვეფართოებინა - 2021 წელს სს ქართული ლუდის კომპანიის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია საბერძნეთში, ყირგიზეთში, ისრაელში, სომხეთში, ბელორუსში, უკრაინაში, კატარსადა თურქეთში. შესაბამისად, ამ ახალ ბაზრებზე,მომავალ წელს გაყიდვების ზრდას ველოდებით, რაცთავის მხრივ ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელზეც მნიშვნელოვნად აისახება. 2021 წელი ამბაზრებისათვის მაინც გაცნობის პერიოდად შეიძლება ჩავთვალოთ.


2020 წლის ჩათვლით სს ქართული ლუდის კომპანიის პროდუქცია აქტიურად იყო წარმოდგენილი აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთში, ავსტრიაში გერმანიაში, კვიპროსში, პოლონეთში, აშშ-ში და ასეშემდეგ. ამ ქვეყნებიდან კი 2021 წელს ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება პოლონეთში, აშშ-სადა რუსეთში, აცხადებს სს ქართული ლუდის კომპანიის ექსპორტის მენეჯერი.



რაც შეეხება ჩინეთის დიდ ბაზარს, კომპანიამ საცდელი პარტიები რამდენჯერმე გაგზავნა დავარაუდობს, რომ 2022 წელს ჩინეთის ბაზარზე შესვლასაც მოახერხებს. სს ქართული ლუდის კომპანია ყველა გამოფენასა თუ მარკეტინგულ კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მასჩინეთის ბაზართან დაახლოებს.


კომპანიაში განმარტავენ, რომ სს ქართული ლუდის კომპანიის პროდუქციიდან საექსპორტო ბაზრებზე მაინც წამყვანი პოზიცია ლიმონათს უჭირავს, რადგანაც ქართული ლიმონათი მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი სასმელია, რასაც წარმოების მაღალ ტექნოლოგიებთან ერთად ქართული წყლის უნიკალური თვისებებიც განაპირობებს.


სს ქართული ლუდის კომპანიის მიერ წარმოებული ლუდები აქტიურად იყიდება პოლონეთში, ავსტრიაში, რუსეთში, გერმანიაში. ენერგეტიკული სასმელები კი საკმაოდ კარგად ექსპორტზე არაბულ ქვეყნებში გადის.


რაც შეეხება მინერალურ წყალ ზენის, რომელიც წარმატებულად იყიდება უკვე პოლონეთში, კომპანიის უახლოეს გეგმებშია, რომ ის აქტიურად იყოს წარმოდგენილი გალფის ქვეყნებშიც.


(R)



თეგები:
ზედაზენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up