„ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილი, რომელსაც PSP ყიდის, ჯერ არ გასხვისებულა

„ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილი, რომელსაც PSP ყიდის, ჯერ არ გასხვისებულა

access_time2022-11-16 11:50:13

სს „ქართული ლუდის კომპანიის“ 12,39%-იანი წილი, რომელსაც PSP ყიდის, ჯერაც არ გასხვისებულა. შპს „პსპ ფარმამ“ ლუდსახარშ კომპანიაში წილის გასხვისების განზრახულობის შესახებ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ სხვა აქციონერებსაც უკვე ოფიციალურად შეატყობინა და გასხვისებაზე მოლაპარაკებებიც დაიწყო. როგორც „კომერსანტს“ PSP-ში უთხრეს წილის შეძენაზე მოლაპარაკებები მიდის, როგორც არსებულ აქციონერებთან, ასევე სხვა დამოუკიდებელ სუბიექტებთანაც.


„ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების გასხვისებაზე „პსპ ფარმას“ მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში ეცნობათ კომპანიის სხვა აქციონერებს, ვისაც გააჩნიათ აქციების უპირატესად შეძენის უფლება. ამჟამად „პსპ ფარმა“, კომპანიის აქციონერების გარდა, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა პირებთანაც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციონერებისთვის შეთავაზებული მსგავსი პირობებით აქციების გასხვისებაზე. დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას შევძლებთ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ“, - განუცხადეს „კომერსანტს“ კომპანია „პსპ ფარმაში“.


როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის აგვისტოში PSP-მ განაცხადა, რომ კომპანიის მმართველმა გუნდმა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით ფარმწარმოების ნაწილის გაფართოვება და ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე სრული კონცენტრირება გადაწყვიტა.


კომპანიის განცხადების თანახმად, პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან.



მოგვიანებით კომპანიამ დააზუსტა და თქვა, რომ „ქართული ლუდის კომპანიის“ წილს 8 მლნ დოლარად ყიდის.


„ამ ეტაპზე შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის) 12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად და მზად არის მიიღოს წილის შეძენით დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი წინადადებები“, - აღნიშნული იყო ოქტომბერში გავრცელებულ „პსპ ფარმას“ მორიგ განცხადებაში.


სს „ქართული ლუდის კომპანია” სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 2011 წლის 9 ივნისს დაფუძნდა. კომპანიის მიერ, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში აშენებულმა საწარმომ, ოპერირება 2012 წლის თებერვალში დაიწყო.


2021 წლის მარტში კომპანიამ დააარსა 100% შვილობილი კომპანია შპს „ჯიბისი ინვესტი“ და განახორციელა შპს „რითეილ ჯგუფში“ მისი წილის 20,04% ოდენობის შენატანი შვილობილი საწარმოს საკუთარ კაპიტალში. შპს „ჯიბისი ინვესტის ოპერაციები შემოიფარგლება მხოლოდ შპს „რითეილ ჯგუფში“ მისი წილების ფლობით და ასოცირებული საწარმოს კაპიტალში შენატანებით კომპანიის მოთხოვნისა და დაფინანსების საფუძველზე.


2022 წლის 30 ივნისის და 2021 წლის 31 დეკემბრისთვის ჯგუფის უშუალო და საბოლოო მშობელი კომპანია იყო შპს „მიქსორი (63,5%), ჯგუფის დანარჩენ აქციებს ფლობს შპს „საქართველოს ინდუსერიული ჯგუფის ჰოლდინგი“(24.11%) და „პსპ ფარმა“ (12,39%).


2022 წლის 30 ივნისის და 2021 წლის 31 დეკემბრისთვის შპს მიქსორის” მფლობელები ცეზარ ჩოჩელი, იზოლდა ჩარიგოგიშვილი და შპს „ქიისთოუნ ინვესთმენთს“, ფლობდნენ ამ კომპანიის აქციების 42,12%, 42,13%-სა და 15.75% ს. შესაბამისად, ჯგუფს არ გააჩნია საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up