ექსკლუზივი: რუსეთში ქართულ ფეროშენადნობზე ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო – რას ამბობენ ჯორჯიან მანგანეზში

ექსკლუზივი: რუსეთში ქართულ ფეროშენადნობზე ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო – რას ამბობენ ჯორჯიან მანგანეზში

access_time2021-07-13 10:00:48

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიდა ბაზრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა გაავრცელა ოფიციალური შეტყობინება, რომლის თანახმად, ქართული წარმოშობის ფეროსილიკომანგანუმთან მიმართებით ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო.


კომერსანტის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული აღნიშნული შეტყობინების დოკუმენტი 2021 წლის 23 ივნისით თარიღდება.


გამოძიების ობიექტად სახელდება პროდუქტი, რომელიც ლითონის, მანგანუმისა და სილიციუმის შენადნობს წარმოადგენს და რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოდან შედის. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები კომპანია ჯორჯიან მანგანეზი.


დოკუმენტის თანამად, აღნიშნული პროდუქტის დემპინგურმა მარჟამ, „ნორმალური ღირებულებისა და საექსპორტო ფასის თანაფარდობის დაანგარიშებით“, 61% შეადგინა, რაც „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკის ამ დარგს დემპინგური იმპორტით გამოწვეულ ზარალს აყენებს“.


ევრაზიული კავშირის ბაზარზე 2016–დან 2020 წლამდე ამ პროდუქტზე მოთხოვნა 20,3%–ით გაიზარდა, ხოლო 2020–ში 2019–თან შედარებით – 7%–ით. ამ ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ნედლეულის იმპორტი საქართველოდან, შესაბამისად, 125%–ით და 10,8%–ით.


ამავდროულად, დოკუმენტის თანახმად, საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე იმპორტირებული პროდქციის მთლიან მოცულობაში საქართველოს წილი 2016 წლის 30,5%–დან 2020 წელს 90,5%–მდე გაიზარდა.


დოკუმენტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ქართული პროდუქციის გავლენით ეკონომიკის ამ დარგმა მნშვნელოვანი ზარალი ნახა და გააუარესა მისი საფინანსო მაჩვენებლები.



გარდა ამისა, საქართველოდან იმპორტის ზრდის გამო ეკონომიკის ამ დარგში სასაქონლო მარაგები, საანალიზო პერიოდში, 4,8–ჯერ გაიზარდა.


ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შიდა ბაზრის დაცვის დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ წარმოდგენილი განცხადებით მტკიცდება შემდეგი:

– საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე ფეროსილიკომანგანუმის საქართველოდან დემპინგური ფასებით შეტანა;

– ევრაზიის ეკონომიკური ქავშირის ქვეყნების დარგის ზარალი განპირობებულია დემპინგური იმპორტით.


ჯორჯიან მანგანეზის მოზიცია


აღნიშნული გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით „კომერსანტმა“ კითხვებით მიმართა შპს „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, რუსეთსში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.


ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს “ჯორჯიან მანგანეზის“ მიმართ ბრალდება არ წაუყენებია, დაიწყო გამოძიება კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ პროდუქტზე, – განმარტავენ კომპანიაში.

 

კერძოდ, 2021 წლის 28 ივნისს შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“  მიიღო ევრაზიის ეკონომიკური კომისიის წერილი, კომისიის მიერ, საქართველოში წარმოებულ და საქართველოდან რუსეთში იმპორტირებულ ფეროსილიკომანგანუმთან დაკავშირებით ანტიდემპინგური გამოძიების დაწყების თაობაზე.

წერილში გაკეთებულია გადამისამართება კომისიის შეტყობინებაზე, რომელიც გამოქვეყნებულია კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდის შემდეგ ლინკზე: http://www.eurasiancommission.org/ru/act/trade/podm/investigations/PublicDocuments/AD36_notice_initiation.pdf 

„ჯორჯიან მანგანეზმა“, როგორც გამოძიებაში დაინტერესებულმა პირმა, კომისიასთან იშუამდგომლა კომისიის პროტოკოლით გაწერილი შესაბამისი პროცედურის თანახმად. კერძოდ, დაადასტურა გამოძიებაში ჩართვისთვის მზაობა და კომისიას მიაწოდა საჭირო მიმართვა კომისიის პორტალზე რეგისტრაციის მიზნებისთვის. ზემოაღნიშნულის შედეგად, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიღებს სრულფასოვან წვდომას პორტალზე, რაც მისცემს შესაძლებლობას, გაეცნოს გამოძიებასთან დაკავშირებით პორტალზე ატვირთულ მასალებს და მიიღოს მონაწილეობა გამოძიების ფარგლებში განსახორციელებელ შემდგომ პროცედურებში.

ფეროშენადნობების ექსპორტი ხორციელდება რუსეთში (ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ერთადერთ ქვეყანაში), რომელიც მთლიან ექსპორტში 52% შეადგენდა 2020 წელს, ხოლო 2021 წლის 6 თვის მონაცემებით 43%-ია, – უთხრეს კომერსანტს ჯორჯიან მანგანეზში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up