EastFruit-საქართველოს მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ხილ-ბოსტნეულისა და თხილის საგარეო ვაჭრობაში ქვეყნის ექსპორტმა 166 მლნ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდზე 17%-ით ნაკლებია.
პირველი სამი დიდი საექსპორტო ბაზარია:
რუსეთი - 67 მლნ დოლარის ექპორტით. საბანკო სანქციების მიუხედავად, რუსეთი საქართველოდან იმპორტს აერხებს, რადგან რუსი ტრეიდერები ჩვეულებრივ შედიან ქვეყანაში და ნაღდი ფულით იხდიან.
იტალია - 25 მლნ დოლარის ექსპორტით
გერმანია - ასევე, 25 მლნ დოლარის ექსპორტით.
იტალიამ და გერმანიამ, წინა წლების მსგავსად, 2022 წელსაც საქართველოდან მებაღეობის მთავარი საექსპორტო პროდუქტის, თხილის იმპორტი განახორციელეს.