EastFruit-საქართველოს მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, მებაღეობის სექტორში ქვეყნის იმპორტი 30%-ით, ანუ 2021 წლის 74 მლნ დოლარიდან 96 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
პირველი სამი ბაზარი, საიდანაც საქართველო იმპორტს ახორციელებს:
თურქეთი - 36 მლნ დოლარით,
ეკვადორი - 23 მლნ დოლარით, რომელიც ბანანის მთავარი ექსპორტიორია საქართველოში.
უზბეკეთი - 7 მლნ დოლარით. აღსანიშნავია, რომ უზბეკეთმა თავისი ექსპორტი საქართველოში, წლიური თვალსაზრისით, 80%-ით გაზარდა, რადგან თურქეთმა საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილების მიზნით მიწოდება ნაწილობრივ შეზღუდა.
EastFruit-საქართველოს სავაჭრო მონაცემებში 2021 და 2022 წლების დეკემბერი არ შედის, რადგან თვე ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, როგორც პორტალი აღნიშნავს, დეკემბრის მონაცემების გათვალისწინებითაც ხილ-ბოსტნეულითა და თხილით საქართველოს საგარეო ვაჭრობის საერთო სურათი არ შეიცვლება.