ქართული მწვანილის ექსპორტი დაბალი ფასებით დაიწყო

ქართული მწვანილის ექსპორტი დაბალი ფასებით დაიწყო

access_time2021-12-14 19:00:15

დასავლეთ საქართველოში მწვანილის კრეფის და ექსპორტის სეზონი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა, წინა წელთან შედარებით გაყიდვები გართულდა, ხოლო ფასები შემცირდა.

 


სეზონის წარმატება დამოკიდებულია მოთხოვნაზე ტრადიციულ ბაზრებზე - რუსეთში და უკრაინაში, სადაც ქართული მწვანილის დიდი ნაწილი იყიდება.

 


ექსპორტიორების თქმით, ამჯერად ქართული მწვანილი უმსხვილესი იმპორტიორი - რუსეთი - დიდი რაოდენობით პროდუქციას ირანში ყიდულობს. ბაზარზე მწვავე კონკურენციაა, რაც ქართულ პროდუქტზე ფასებს ამცირებს.

 


ფერმერებიც და ექსპორტიორებიც სეზონის დასაწყისით უკმაყოფილოები არიან - მათი თქმით, წინა წელთან შედარებით ფასები შესამჩნევად დაბალია, მოთხოვნა კი შემცირდა, როგორც უკვე ითქვა, სხვა ქვეყნებიდან შეტანილი პროდუქტის ხარჯზე.

 


ექსპორტიორები ასევე ქართული მწვანილის დაბალ ხარისხს უჩივიან - მათი თქმით, ამ სეზონზე დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდების გამო მწვანილში ბევრი სიდამპლეა.

 


რუსეთის გარდა, ქართული მწვანილი ამ წელს ყატარში, ბალტიის ქვეყნებში და ბულგარეთში გაიყიდება. ამ ქვეყნებში ექსპორტი შედარებით გვიან - იანვარში იწყება.


 


ბალტიის ქვეყნებში ექსპორტიორი კომპანიის Geo-Green-ის ინფორმაციით, გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა, რადგანაც ამ ბაზრებზე სადღეისოდ ძირითადად ცენტრალური აზიიდან იმპორტირებული მწვანილი იყიდება, ის კი შედარებით იაფია.  

 


შესაბამისად, დღეს ექსპორტის დაწყება ნაკლებად მომგებიანია და ქართული კომპანია ბალტიის ქვეყნებში მიწოდებას იმის შემდეგ დაიწყებს, რაც აზიიდან იმპორტი შეწყდება, ფასები კი შედარებით გაიზრდება. კერძოდ, ამ ეტაპზე ბალტიის ქვეყნებში მწვანილის მთავარი მიმწოდებელი არის და იანვრის ბოლომდე იქნება უზბეკეთი.

 


გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებაზე აქტიურად მუშაობს საქართველოში მწვანილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი Herbia, ერთადერთი კომპანია ამ დარგში, რომელიც გლობალურ სერტიფიკატ GlobalG.A.P.-ს ფლობს.

 


კომპანიის დირექტორის ზურაბ ჯანელიძეს თქმით, Herbia აქტიურად მუშაობს ადგილობრივ ბაზარზე და ამავე დროს პროდუქცია ბულგარეთშიც გააქვს. ამ დროისთვის კომპანიას საექსპორტო მიწოდება ჯერ არ დაუწყია, რადგანაც ჯერ საკმარისი მოსავალი არა აქვს.

 


კომპანია მხოლოდ თავის წარმოებულ მწვანილს ყიდის და ექსპორტის დაწყებას იანვრის ბოლოს გეგმავს.

 


ყატარში ქართული მწვანილის ექსპორტს კომპანია Agritouch ახორციელებს. მისი დირექტორის დავით მაყაშვილის თქმით, მიწოდებები ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა ბოლო 3 თვის მანძილზე, ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია, თუმცა, უახლოეს მომავალში აღდგება.

 


რაც შეეხება ამ სეზონის პროგნოზს, ფერმერებიც და ექსპორტიორებიც იანვარში ფასებს ზრდას ელიან, თუმცა, ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე კონკურენტ-ქვეყნებში. ირანში და უზბეკეთში წარმოება ღია ნიადაგზე მიმდინარეობს, და ზამთარში ამინდის გაუარესებასთან ერთად ამ ქვეყნებში მოსავალი და შესაბამისად ექსპორტის მოცულობა შემცირდება. ეს კი ფასების ზრდის შესაძლებლობას ქმნის.

 


ამ დროისთვის საშუალოდ მწვანილის საბითუმო ფასი საქართველოში 3 ლარს შეადგენს, საექსპორტო ხარისხის პროდუქტზე კი - 4 ლარს.

 

east-fruit.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up