ქართული NFT პროექტი და რჩევები დამწყებებს

ქართული NFT პროექტი და რჩევები დამწყებებს

access_time2022-06-19 21:30:13

NFT-ის შესახებ

ხშირად ისმის კითხვები – რა არის NFT, რატომ ღირს ასე ძვირი, რა აზრი აქვს ყიდვას… NFT, იგივე Non-Fungible Token, არის არაჩანაცვლებადი ტოკენი, პროდუქტი, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერი NFT არის უნიკალური. როდესაც ნივთს ვყიდულობთ, მისი ჩანაცვლება მარტივად შეიძლება, ხოლო კონკრეტულ NFT-ს, მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ვერ ჩავანაცვლებთ. NFT ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის – ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია. 2021 წელს NFT ბაზრის კაპიტალიზაციამ $40 მილიარდს გადააჭარბა. ამ ბაზრის ნაწილი ქართულ NFT პროექტებსაც უკავიათ, რომელთა შესახებ მომდევნო სტატიებში გიამბობთ.

მარიამის შესახებ

გამარჯობა, მე მქვია მარიამი და ჩემი ცხოვრება ხელოვნებას ეხება. დაახლოებით 4-5 წლის წინ დავტოვე სამსახური. საკმაოდ კარგი, მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა, თუმცა, თავისუფლების მოყვარული ვარ და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. მსურდა, მეტი დრო დამეხარჯა ხელოვნებასა და საკუთარი თავის განვითარებაზე. ვარ ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, გრაფიკული დიზაინერი, მუსიკოსი, მომღერალი და ვქმნი მუსიკას. ფოტო-ვიდეოგრაფიას რაც შეეხება, სტოკებზე ვტვირთავ ყველაფერს და ვყიდი – ეს არის ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო. ასევე, შეპყრობილი ვარ მოგზაურობით, ამიტომ იგი ცხოვრების სტილად ვაქციე. ჩვენი სამოგზაურო ბლოგის გვერდზე,  about-ში, სხვადასხვა სოცქსელიც მითითებული მაქვს. რაც შეეხება მუსიკას, ის ძირითადად ჰობია. ამ ეტაპზე, დროის უქონლობის გამო, არ ვზრუნავ პორტფოლიოზე. 2 წელი ვმუშაობდი Fiverr-ზე ფრილანსერად და ამ დროის განმავლობაში ბევრი პროექტი შევასრულე. ამ ეტაპზე, ძირითადად, კოლაბორაციებით შემოვიფარგლები. ვისთანაც ვთანამშრომლობ, ჩემი ნამუშევრები მათ უდევთ საკუთარ სფოთიფაიზე.

როდის გაჩნდა NFT-ის შექმნის იდეა?

NFT-ის შესახებ 1 წლის წინ გავიგე, თუმცა, თავიდან ამ ყველაფერს  სერიოზულად არ აღვიქვამდი. ამ წლის იანვარში თავისუფალი დრო მქონდა და რადგან მიყვარს ახალი გამოწვევები, შევქმენი პირველი NFT კოლექცია. გამიკვირდა, როდესაც ატვირთვიდან 2 საათში გავყიდე პირველი  ნამუშევარი! მომდევნო 24 საათში ჩემ მიერ ატვირთული 14 ნამუშევარი (მთლიანი კოლექცია) სრულად გაიყიდა. სწორედ ამ მომენტში მივხვდი, რომ ეს იყო Web 2-იდან Web 3-ში გადასვლის ნიშანი და ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

როგორ შევქმენით და რატომ მაინც და მაინც Bored NLO Club?


როგორც ვახსენე, მოგზაურობა მიყვარს და ამ სიყვარულის გამო მაქსიმალურად მობილური გავხადე ჩემი სამუშაო სივრცე – შევიძინე iPad, რომ კომფორტულად, ყველგან და ყოველთვის დამეხატა. სწორედ ერთ-ერთი მოგზაურობისას, რბილ სავარძელში ვიყავი მოკალათებული, როდესაც NLO-ის პირველი სკეტჩი მოვხატე და შედეგი ძალიან მომეწონა.
ყველაფერს ჩემს მეუღლესთან ერთად ვაკეთებ და როდესაც გავუზიარე ჩემი ნამუშევარი, პირველი რაც მკითხა: „მოწყენილი რატომ არისო?!“ შემდეგ მოვიფიქრე ისტორია ამ პერსონაჟის შესახებ (რომლის ხილვაც შეგიძლიათ ჩვენი კოლექციის აღწერაში) და საბოლოოდ დავარქვი Bored NLO ClubNLO იშიფრება, როგორ Nobody Loves Optimists და თუ რატომ, ამასაც ჩვენი კოლექციის აღწერაში წაიკითხავთ. 

რამდენი და რა დროში გამოიმუშავა პროექტმა? 

პროექტის დასაწყისში ძალიან ბევრი ქართველი NLO-ის მფლობელი მყავდა და რთული იყო უცხოელი ინვესტორების მოძიება. სწორედ ამიტომ დავიწყე საკუთარი პროფილის ისეთ სოციალურ ქსელში პოპულარიზაცია, როგორიც Twitter-ია. Twitter-ს ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს კრიპტო და NFT სფეროში. შესაბამისად, თუ წარმატების მიღწევა გსურთ, სწორედ ამ სოციალურ ქსელში უნდა იყოთ აქტიური და პოპულარული, რაც მე მეტ-ნაკლებად გამომდის – უკვე 16 000-მდე გამომწერი მყავს. ჩემი ქომუნითი ძალიან აქტიურია და მაქსიმალურად ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამომწერების რაოდენობა მთლიანად ორგანულადაა გაზრდილი, რაც ქომუნითის სიძლიერეს უსვამს ხაზს. პროექტმა 3 თვეში ჯამში 2.8 ეთერიუმი გამოიმუშავა, თუმცა, ბოლო პერიოდში არ ვარ გაყიდვებზე კონცენტრირებული, რადგან ახალ ეტაპზე გადამყავს პროექტი, ვცდილობ, გლობალურ ბაზარზე დავიმკვიდრო სათანადო ადგილი და სრულად – 101%-ით ფოკუსირებული ვარ ამაზე.

რა გეგმები აქვს Bored NLO Club -ის გუნდს?

NLO-ს ძალიან ბევრი და დიდი გეგმა აქვს, რომლის წინასწარ გაჟღერებაც არ მსურს, თუმცა, გეტყვით, რომ ძალიან კარგი გუნდი შემოუერთდა ჩვენს პროექტს. მათთან ერთად ვდგამთ შემდეგ ნაბიჯებს. წინ, დიდი გეგმებისკენ დიდი შემართებით დავიწყეთ სვლა. დიდი პროექტის განსახორციელებლად საჭიროა კარგი გუნდი. მეც ვიზრუნე ამაზე და ძალიან კარგ გუნდთან დავიწყე კოლაბორაცია. უცხოელი ინვესტორები ყოველთვის ყურადღებას აქცევენ იმას, თუ ვინ დგას პროექტის უკან. გუნდზე ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ვთანამშრომლობთ cosmicos.io-თან – ქართველებით დაკომპლექტებულ ძალიან ნიჭიერ ვებ და გეიმინგ დეველოპერების გუნდთან. 

რჩევები დამწყებებისთვის…

პირველი, რასაც ვურჩევ, არის ის ცნობილი ფრაზა, რომელსაც NFT და კრიპტო სამყაროში ხშირად იყენებენ – DYOR (Do your own research). სანამ დაიწყებენ, უნდა  მოიძიონ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია და თუ საკუთარი პროექტის წარმატების სჯერათ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაიწყონ. ბევრისგან გაიგებენ, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებას დიდი გუნდი და დიდი სარეკლამო ბიუჯეტი სჭირდება, თუმცა, ამ რჩევას რომ მივყოლოდი და დამეჯერებინა 3 თვის წინ, დღეს, ახლა, ამ ეტაპზე არ და ვერ ვიქნებოდი. ყველაფერი დავიწყე ნულიდან, არანაირი გამოცდილება არ მქონდა ამ სფეროში, თუმცა, პროცესში ძალიან ბევრი ვისწავლე. ამიტომ, მიენდეთ საკუთარ ინსტინქტებს და განაგრძეთ სვლა საკუთარი მიზნებისკენ. 


წყარო: businessfeed.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up