„ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი

„ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი

access_time2020-10-28 13:00:29

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით, საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა და მთავრობა კოალიციაქართული ოცნებისგუნდით დაკომპლექტდა. ახალი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, რომელიც კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას გულისხმობდა, მათი მმართველობიდან 8 წლის შემდეგ მოსახლეობის სოციალური ფონი ისევ მძიმეა, საქართველოში ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. 8 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თითქმის ყველა სახის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში  ძირითად სექტორებში მაჩვენებლები გაუარესდა.

 

კომერსანტმაგადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა:

 

1. ეროვნული ვალუტის  მკვეთრი გაუფასურება

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 1,27 ლარით გაუფასურდა.  „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლის  შემდეგ, ლარის კურსი  2012 წელს  1.65 ლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც  2019 წელს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.92 ლარი გახდა.

ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დაახლოებით 80%-ით გაუფასურდა, ხოლო 2012 წლიდან 2020-ის მიმდინარე პერიოდამდე ლარი აშშ დოლართან დაახლოებით 93.4%-ით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ, 500 მილიონი დოლარზე მეტი ინტერვენციის განხორციელების მიუხედავად, 2020 წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არა თუ გამყარდა, არამედ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე დაახლოებით 20 თეთრით გაუფასურდა.

 

2. სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდა

საქართველოს სახელმწიფო ვალი 2012 წლიდან 2020 წლამდე 230%-ით გაიზარდა. 2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,761 მლრდ დოლარს ანუ 22,231 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 3,172 მლნ დოლარით მეტია, ეს მაშინ როდესაც 2012 წელს ეს მაჩვენებელი 14 მლნ. ლარამდე იყო. პანდემიის პირობებში საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 55%-მდე იზრდება, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

 

3. სიღარიბის ზრდა

UNICEF-ის 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 69%  ღარიბია, 24%  სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს მხოლოდ 7%  წარმოადგენს. ხოლო, „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის“ თანახმად, საქართველოს მონაცემი გაუარესებულია და ჩვენ 117 ქვეყანას შორის, 39-ე ადგილზე ვართ. აღსანიშნავია, რომ სწორედ UNICEF-ის დასკვნაზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“  ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

7 ოქტომბერს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული შეფასება, საქართველოში 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის ზრდას პროგნოზირებს. შეფასების მიხედვით, COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად,  ქვეყნის 160,000 მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს.

 

 4. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 238 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა. 2012 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 1048.2 მლნ აშშ დოლარი იყო. ბოლო 3 წლის დინამიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველწლიურად კლებულობდა, ხოლო პანდემიის პირობებში კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია.


5. ინფლაციის ზრდა

ფაქტობრივმა წლიურმა ინფლაციამ 2020 წლის მეორე კვარტალში 6.5% შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2012 წელს თუ ინფლაციის დონე -1.40 %  იყო,  2013 წელს ამ მაჩვენებელმა 2.40 %  შეადგინა. ყველაზე მაქსიმუმი, წლიური ინფლაციის დონე 2017 წელს 6.7% დაფიქსირდა, 2019 წლის მონაცემებით კი, წლიური ინფლაციის დონე 7 %-ს შეადგენდა.

 


6. გაუარესებული შიმშილობის  მსოფლიო ინდექსი

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის“ თანახმად, საქართველოს მონაცემი გაუარესებულია - ჩვენ 117 ქვეყანას შორის, 39-ე ადგილზე ვართ. ეს არის მე-14 ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ ორგანიზაციები Concern Worldwide და Welthungerhilfe.

 

 

7. პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდა

ლარი თითქმის ორჯერ გაუფასურდა აშშ დოლართან, რამაც ზეგავლენა მოახდინა ინფლაციაზე და ბოლო 8 წელიწადში ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. პირველადი მომხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა 2015 წლის შემდეგ, ასე გამოიყურება: ცხრილში განხილულია 5 წლის მაჩვენებლები და საბაზისო წლად აღებულია 2015 წელი. 2019 წელს 2015 წელთან შედარებით ინფლაცია ასე გამოიყურება:

აღსანიშნავია, რომ  მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

 


8. შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები 

„მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ლარი დახარჯოს“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ისიც, რომ 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმამდე მოსაყვანად.

2016 წელს შემუშავებული „ქართული ოცნების“ ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ოთხ წელიწადში 800 კმ ავტობანი, 50 გვირაბი და 50 ხიდი უნდა აშენებულიყო.

დღეის მონაცემით საანგარიშო პერიოდში 134 კილომეტრი მაგისტრალი აშენდა და წლის ბოლომდე 24 კილომეტრიანი გზის მშენებლობის დასრულება არის დაგეგმილი.  ოთხპუნქტიანი გეგმის მეორე დაპირება უშუალოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის 2020 წელს დასრულებას ეხებოდა, თუმცა ავტობანის მშენებლობის დასრულების თარიღმა ოფიციალურად 2022 წლის ბოლომდე გადაიწია.

 

9. კრიმინალის  ზრდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის პირველ 5 თვეში 23 114 დანაშაული მოხდა, რომელთაგან მხოლოდ 6 852 საქმეა გახსნილი, რაც საერთო რაოდენობის 29,64 %-ს შეადგენს. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 10922 იყო. აღსანიშნავია, რომ  რეგისტრირებული დანაშაული 2015 წლიდან  2018 წლამდე 23 316-ით გაიზარდა.

 

10. თვითმკვლელობების გაზრდილი რაოდენობა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2019 წლის ოქტომბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა  კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის სტატისტიკა წლების მიხედვით:

2020 (იანვარი-აგვისტო) - 1392 ფაქტი, (გახსნილია 5 საქმე)

2019 წელი - 1838 ფაქტი (გახსნილია 8 საქმე)

2018 წელი : 1663 ფაქტი (გახსნილია 3 საქმე)

2017 წელი: 665 (გახსნილია 7 საქმე)

2016 წელი: 552 (გახსნილია 6 საქმე).

 

11. მიგრაციის ზრდა

2012-2019 წლებში ქვეყნიდან ემიგრაციაში ჯამურად 760 000 ადამიანი წავიდა. განახლებული დემოგრაფიული მონაცემებით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. მათი 86.6%  შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა (15-64).

თუ 2012  წელს მიგრაციის სალდო (კაცი) -21 521-ს შეადგენდა, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს -10 783 გაუტოლდა, ხოლო 2019 წელს კი - 8 243 იყო.

 

12. საყოველთაო განათლების  გაუარესებული დონე

საქართველოში მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება უჭირთ. PISA-მ 2018 წლის სავალალო შედეგები გამოაქვეყნა, საქართველომ მონაწილე 79  ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა. საქართველოს შედეგები 2018 წლის კვლევის მიხედვით შემდეგია: კითხვა - 380, მათემატიკა - 398,  მეცნიერება - 383.

ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს, ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებს.

გარდა ამისა, პანდემიის გამო განათლების სისტემის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად, ბევრი სპეციალისტი განათლების დონის კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობს.

 

13. ჯანდაცვის სფეროს კოლაფსი

2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რეფორმა გაატარა. შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილება მაშინ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. დღეს 520-ე დადგენილება აღარავის ახსოვს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ როცა 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სამინისტოში ახსოვდათ, უწყება პრობლემის მოგვარებით არც მაშინ იყო დაკავებული.

 

14. მედიკამენტებზე ფასების ზრდა

საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების მომენტიდან დღემდე რიგ მედიკამენტებზე ფასი 65-70%-ით არის გაზრდილი. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, ბოლო წლის განმავლობაში ფასების მატება 3%-ს აღემატება. უნდა ითქვას, რომ საავადმყოფოს მომსახურებით სარგებლობა შედარებით უმნიშვნელო 0.3%-ით არის გაძვირებული, თუმცა, გაცილებით უფრო მეტად გაძვირდა მედიკამენტები. მაგალითად, ანტიბიოტიკური პრეპარატები 5%-ით, ტკვილგამაყუჩებელი - 3%-ით, ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები კი - 7%-ით.


15. სოფლის მეურნეობის განვითარების შეფერხება

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა. 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ჯამში 1.7 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა 2019 წელს - 293 მლნ, დაიხარჯა.

2019 წელს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა -1.1% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის გამოშვება წინა წელთან შედარებით 1.1%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2012 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობა მხოლოდ 2013 (13.3%) და 2018 წლებში (13.8%) გაიზარდა, დანარჩენ წლებში მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია იყო. რაც შეეხება 2012 წელს, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა -5% იყო (2011 წელს სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ 9% შეადგინა). გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2014 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და 2019 წელს მთლიანი ეკონომიკის 7.2 % შეადგინა (2012 წელს 9.2% იყო), რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

 

16. გამკაცრებული საბანკო რეგულაციები

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დებულება, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა.

რეგულაციების შედეგად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორის შემოსავლები 4,6 %-ით შემცირდა. ბანკების ინფორმაციით, სამშენებლო სექტორში 40%-ით შემცირდა იპოთეკური სესხების გაცემა. ფინანსური ზარალი მიადგათ ტექნიკის იმპორტიორ კომპანიებს. თუ რეგულაციის ამოქმედებამდე ტექნიკაზე განვადება 10-დან 9 ადამიანს უმტკიცდებოდა, რეგულაციის გამკაცრების შემდეგ 2019 წლის პირველ კვარტალში განვადების მოთხოვნაზე დადებით პასუხს 10-დან 1 ადამიანი იღებდა. ამან კი საერთო გაყიდვების 40%-დან 50%-მდე ვარდნა გამოიწვია.

 

17. სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირება

Forbes Georgia-მ, Grant Thornton-მა და EBIT Group -მა სამშენებლო კომპანიების რეიტინგი მოამზადა. სიაში მოხვედნენ კომპანიები რომლებიც  საცხოვრებელ სახლებს, ავტომაგისტრალებს და გვირაბებს აშენებენ. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია 20 უმსხვილეს სამშენებლო კომპანიაში ყოველი მეორე მშენებელი უცხოური კომპანიაა.

 

18. ანაკლიის პორტის  შეჩერებული მშენებლობა

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობამ პორტის ინვესტორად შერჩეულ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2020 წლის იანვარში ხელშეკრულება გაუწყვიტა. 2016 წელს კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ხელშეკრულების გაწყვეტამდე ერთი წლით ადრე, 2019 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე. წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე „თიბისი ბანკთან“ და მის დამფუძნებელ აქციონერებთა დაკავშირებით დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შეფასებით პროექტის განხორციელების ხელისშეშლისთვის მოხდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში. 29 ივლისს შეტანილი სარჩელებით მოსარჩლეები საქართველოს მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. კონსორციუმის მხრიდან ზარალის სახით დაანგარიშებული თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება. ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევას მთავრობა უკვე მომავალ წელს გეგმავს.

 

19. ენერგეტიკის სექტორში შემცირებული ინვესტიციები  და არასახარბიელო მდგომარეობა

2014-2017 წლებში სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალი 76 მილიონ ლარს აღემატება. ენერგეტიკის სექტორში, რომ სერიოზული პრობლემებია ადასტურებს  „ქართული ოცნების“  გუნდის წევრი, დეპუტატი  რევაზ არველაძეც. მისი თქმით, ენერგეტიკაში მდგომარეობა არასახარბიელო იყო, ხოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, კიდევ უფრო არასახარბიელო გახდა.

საქართველოს მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკაში პროცესების გაუარესებას ადასტურებს ენერგეტიკის სექტორში ჩადებული ინვესტიციების კლებაც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები შემდეგია:

2012 - $ 179 მილიონი

2013 - $ 246 მილიონი

2014 - $ 190 მილიონი

2015 - $ 123 მილიონი

2016 - $ 145 მილიონი

2017 - $ 280 მილიონი

2018 - $ 120 მილიონი

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რევაზ არველაძეს ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა სურს. ამ საკითხის განსახილველად მან მიმდინარე წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილიც გაუგზავნა, სადაც ჩამოყალიბებულია არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აღდგეს ენერგეტიკის სამინისტრო. საქართველოს ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მხარი დაუჭირა დეპუტატს, თუმცა რევაზ არველაძე ამბობს, რომ პრემიერისგან პასუხი დღემდე არ მიუღია.

 

20. ფასების ზრდა საწვავზე

„ნავთობპროდუქტების იმპორტთა კავშირის“ ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით ფასები  გაზრდილია ყველა ტიპის საწვავზე.   ცვლილება ასე გამოყურება: მაგალითად, თუ 2012 წელს ბენზინის მაქსიმალური ფასი 2.40 ლარს შეადგენდა, 2013 წელს  საშუალო ფასი 2.26 ლარით განისაზღვრა, 2014 წელს  —2.35 ლარი შეადგინა, 2015 წელს —2.35 ლარი, 2016 წელს — 2.06 ლარი, 2017 წელს — 2.49 ლარი, 2018 წელს — 2.72 ლარი, 2019 წელს - 2.74 ლარი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up