მეცნიერებასა და კვლევაში 7 283-ია დასაქმებული, აქედან უშუალო მკვლევარი - 5 249, დანარჩენი კი ტექნიკური და დამხმარე პერსონალი. საქსტატი ბოლო 3 წლიან კლების ტრენდზე აღნიშნავბს 2019 - 7 283, 2018 - 8 239 (მათ შორის მეცნიერი- 5 925), ა 2017 -15 522 (11 574). 2019 წელს სულ, კვლევებზე 56 დაწესებულები იყო დაკავებული, თანხა დასაზუსტებელია. 2018 წელს 128 მლნ. ლარია დახარჯული.
2018 წელს ქართველი მეცნიერების მიერ 97 გამოგონება დაპატენტდა (2017- 163, 2016 - 112).World Intellectual Property Organization-ის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში პატენტის მიღებაზე 260 განაცხადი დარეგისტრირდა, საიდანაც 157 უცხოელის წარდგენილია.
განაცხადებით რაოდენობით საქართველო ჩამორჩება ბელარუსს (453), ყაზახეთს (789), აზერბაიჯანს (155), უკრაინას (2 107).
საქართველოსთან მიახლოებული მონაცემები აქვს სომხეთს (101), ლიტვას (81), ხორვატიას (121).
მსოფლიო ლიდერები პატენტების რაოდენობით არიან ჩინეთი - სულ 1 542 002 განაცხადი, მათ შორის 1 393 815 - ადგილობრივი , აშშ - 597 141 და 285 095, და იაპონია - 313 567 და 256 630.
განაცხადების რაოდენობა დარეგისტრირებული პატენტებზე როგორც წესი მეტია. თანაც, მეცნიერებს შორის გამოგონების უცხო ქვეყნებში დერგისტრირება საკმაოდ ხშირი მოვლენაა, რაც პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული.
gbc.ge