„ქართული პროდუქციის ახალ ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ გამოფენების თანადაფინანსება არასაკმარისია“ - ასოციაცია

„ქართული პროდუქციის ახალ ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ გამოფენების თანადაფინანსება არასაკმარისია“ - ასოციაცია

access_time2022-03-24 11:05:15

2021 წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით, 4.2 მილიარდამდე გაიზარდა. მაღალი ტემპით - 38%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და მან $610 მილიონს მიაღწია, შედეგად, რუსეთმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვა და საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა. მისი წილი მთლიან ექსპორტში 14.4%-ია.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ოკუპანტ ქვეყანაზე ამოქმედებულმა სანქციებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ქართველი ექსპორტიორები, რომ ეს ბაზარი არასტაბილურია და დივერსიფიცირება აუცილებელია.


Gateway&Partners Georgia-ს გენერალური დირექტორი, ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი გვანცა მელაძე „კომერსანტთან“ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია.


„ქართული პროდუქციის ახალ ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ გამოფენების თანადაფინანსება სამწუხაროდ საკმარისი არ არის. აპრილიდან ველოდებით ექსპორტის მხარდაჭერის ახალ სახელმწიფო პროგრამას და იმედი გვაქვს რომ გარკვეულწილად მოხდება ექსპორტის მხადაჭერის დივერსიფიცირებაც. სერიოზული ინვესტიციები არის ჩასადები ახალი ბაზრების ასათვისებლად. სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია. თანხები სახელმწიფოს მხრიდან უნდა დაიხარჯოს არამხოლოდ წარმოების ხელშეწყობაზე, არამედ მარკეტინგულ ბიუჯეტის გაზრდაა საჭირო კონკრეტულ დარგებში, კონკრეტული პროდუქტების პოპულარიზაციაზე. სავაჭრო ინსტრუმენტები უნდა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მეწარმეებისთვის. აუცილებელია ამოქმედდეს ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო, რომელიც რამდენიმე წლის წინ უნდა შექმნილიყო.


გარკვეული პროდუქცია იმიტომ გადის ახლო მდებარე ქვეყნებში, რომ მათი ექსპორტის რადიუსი არის უფრო მცირე, არ გვაქვს შესაბამისი ლოჯისტიკა აწყობილი, არ გვაქვს შესაბამისი შეფუთვა მალფუჭებადი ნედლი ხილის ხანგრძლივი შენახვისთვის. განსავითარებელია საბორნე ინფრასტრუქტურაც, რომ მარტივად და დროულად მოხვდეს ჩვენი პროდუქცია მაგალითად ბულგარეთისა და რუმინეთის პორტებში და იქიდან მოხდეს დისტრიბუცია. არის დისკუსია რომ ქუთაისის აეროპორტში დაემატოს სატვირთო ტერმინალი, თუმცა ეს უფრო გრძელვადიანი გეგმაა. ყველაფერთან ერთად მეწარმეებისთვის ტექნიკური დახმარება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან მათ ძალიან უჭირთ რთულ ბაზრებზე ორიენტირება, მოლაპარაკების წარმოება, არ აქვთ ექსპორტის მართვის გამოცდილება, აქვთ ენის ბარიერი და ა.შ. მნიშვნელოვანია დიდი სასაწყობე მეურნეობის შექმნა, სადაც ქართული პროდუქცია განთავსდება და საერთაშორისო ბაზრებზე იმ ცენტრებიდან მოხდება საქონლის განაწილება.



მართალია არ არის აუცილებელი ეს ყველაფერი სახელმწიფომ გააკეთოს, თუმცა მნიშვნელოვანია მსხვილი ბიზნესის წახალისება, რომ ამ მიმართულებით დაინტერესდნენ“,
- ამბობს გვანცა მელაძე.


ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ექსპორტის კიდევ უფრო მეტად ზრდისთვის ინვესტიციების შემოდინების მატებაა საჭირო, აქცენტი კი განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებზე უნდა გაკეთდეს.


„პრობლემაა ისიც რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება რადიკალურად არის შემცირებული. ეს განაპირობებს იმას, რომ რთულდება ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რადგან ინვესტიციებს მოჰყვება ინოვაციები, რომელიც საჭიროა იმისათვის რომ შევქმნათ ახალი პროდუქცია და ექსპორტში მოხდეს დივერსიფიცირება. სახელმწიფო აქცენტს უფრო მსხვილი ინვესტიციების, ცნობილი ბრენდების მოზიდვაზე აკეთებს, რასაც სჭირდება დიდი დრო, ენერგია და გამოცდილება. სამწუხაროდ არ კეთდება განვითარებულ ბაზრებზე მცირე და საშუალო საწარმოებზე ორიენტირება, რომ იქედან მცირე ინვესტიციები წამოვიდეს და ქართულმა მცირე და საშუალო კომპანიებმა მათი ათვისება შეძლონ“, - აღნიშნავს გვანცა მელაძე.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 760.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ისევ რუსეთი (80.2 მლნ. აშშ დოლარი) რჩება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up