ქართული რესტორანი „ჭამა-მამა“, რომელიც ნიუ იორკში მანჰეტენზე 2021 წელს გაიხსნა, მიშლენის გზამკვლევში მოხვდა.
„ხორცზე, ყველზე და პურზე ორიენტირებული ქართული სამზარეულო — აი, რაზეა ფოკუსირებული ეს თანამედროვე და ნათელი ადგილი. შედით და აღმოაჩინეთ ფერადი ცარცებით მოხატული დაფა და მეტალის ბარი, რომელიც მავრიტანული ფილებითაა მოპირკეთებული. მაღალი ჭერი, თეთრი კედლები და ბუნებრივი ხის იატაკი ინტერიერს სიმკვეთრეს და სისუფთავეს მატებს.
რესტორნის მენიუშია homemade პელმენი, რომელიც სავსეა ყველით, ღორისა და საქონლის ხორცით, ფენოვანი ცომით მომზადებული საქონლისა და ღორის ქაბაბი მწვანე ქლიავის სოუსითა და ბროწეულის მარცვლებით. გარშემო მხიარულება და გემოვნება იგრძნობა,“ — წერს მიშლენი ქართულ რესტორანზე
მიშლენის გზამკვლევი 100 წელზე მეტია რაც არსებობს და ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული გზამკვლევია მსოფლიოში. მის ფურცლებზე მოხვედრა ყველა რესტორნისთვის დიდი პატივია
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა