ქართული სამკაულის ბრენდი „საქარელი“ 20-წლიანი ისტორიით

ქართული სამკაულის ბრენდი „საქარელი“ 20-წლიანი ისტორიით

access_time2022-12-17 11:00:51

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა 


ქართული სამკაულის ბრენდ „საქარელს“ თითქმის 20-წლიანი ისტორია აქვს. ამ დროის განმავლობაში ის სხვადასხვა კონცეფციის კოლექციებს ქმნიდა, სხვადასხვა საუველირო ტექნიკასა და მასალას იყენებდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „საქარელის“ დამფუძნებელი და დიზაინერი ქეთევან საქარელი ამბობს, ბრენდის ესთეტიკა და შთაგონება ვინტაჟი, 80-იანების სტილია. ამ სტილის გავლენით შეიქმნა ოცხელის, მონდრიანის, ჰაუნდთუზის (houndstooth) კოლექციები. „საქარელი“ პოპულარული სწორედ ამ კოლექციებით გახდა.


 


„საქარელის“ სამკაული ონლაინ, სოცმედია პლატფორმებსა და ხელნაკეთი აქსესუარების ამერიკულ ონლაინ პლატფორმა etsy.com-ზე იყიდება. ბრენდს ასევე აქვს სახელოსნო და „შოუ რუმი“ შარტავას 22-ში. „საქარელის“ სამკაულის ფასები 180-დან 1500 ლარამდე მერყეობს.

 

„თავიდან ტიხრულ მინანქარსა და ვერცხლზე ვმუშაობდი. შემდეგ მინიმალისტურ კონცეფციებზე გადავედით, ვიყენებდით ტვიფრულ მინანქარს და ვერცხლზე ლაზერულ კვეთას. ეს კოლექციები უფრო მოდის სფეროს იყო მორგებული. 2018-ში კოლექცია, მასალა და ტექნიკაც შეიცვალა. მინანქარი უფრო მეტად თვლებით ჩავანაცვლეთ. გვქონდა კონცეპტუალური კოლექცია - Tulips Evolution. ავიღეთ საბჭოთა სამკაულის დიზაინი და ათჯერ გავადიდეთ ზომაში იმის ნიშნად, 80-იან წლებთან შედარებით, რამდენად გაიზარდა ქალის როლი და ადგილი დღევანდელ სამყაროში. ეს ყველაფერი უტრირებული ფორმით ვაჩვენეთ და ოქროს და ვერცლის დიდი „წულპანები შევქმენით“, იხსენებს ქეთევან საქარელი. 





როგორც ქეთევან საქარელი ამბობს, პანდემიის შემდეგ ბრენდი ახალი კოლექციითა და ახალი მასალით, სიფრთხილით დაბრუნდა სოციალურ პლატფორმებზე.

 

„ჩვენი შთაგონება ახლა მეომრები და მითოლოგიაა. ტექნიკა - გემა, ინტალიო, ოქრო, ვერცხლი და ფაილონებიანი მინანქარი, რომელიც საუველირო ნაწარმში ვიქტორიანული ეპოქის მახასიათებელია. ჩვენ ისევ ვმოგზაურობთ დროში, ჩვენი კოლექციებით და ვცდილობთ, სათქმელი ესთეტიკურად და ფრთხილად ვთქვათ“, ამობობს ქეთევან საქარელი

 



ბრენდის დამფუძნებლის თქმით, „საქარელი“ აღარ თანამშრომლობს მაღაზიებთან, რადგან ეს პროდუქციას აძვირებს და გეგმავენ, რომ საკუთარი მაღაზია გახსნან.

 

„ახალი კოლექციის ფასები ვერცხლის შემთხვევაში 180 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს, ოქრო - 800-დან 1500 ლარამდე. ჩვენი ფასნამატი დაბალი იყო. ვითვალისწინებდით სხვადასხვა გარემოებებით შექმნილ კრიზისს და ფასების შენარჩუნებას ვცდილობდით, რასაც 2023 წლიდან ვეღარ შევძლებთ. მასალას, რომელსაც ახლა ვიყენებთ, საზღვარგარეთ ვუკვეთავთ, გაგვიძვირდა ტრანსპორტირება და წარმოების ხარჯებიც. ჩვენ არ ვმუშაობთ ინდუსტრიული პრინციპით, მცირე და ექსკლუზიური მოხმარების სამკაულს ვამზადებთ. ფასები 15-20%-ით იმისთვის გაიზრდება, რომ მუშაობის გაგრძელება შევძლოთ“, - ამბობს ქეთევან საქარელი.

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 



თეგები:
საქარელი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up