ქართული, სომხური და ტაჯიკური ვალუტა მსოფლიო ვალუტის რეიტინგში ლიდერობენ - Bloomberg

ქართული, სომხური და ტაჯიკური ვალუტა მსოფლიო ვალუტის რეიტინგში ლიდერობენ - Bloomberg

access_time2022-12-24 11:00:53

უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე რუსეთის მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებამ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ვალუტა წელს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილებზე აიყვანა. რუსებმა მილიარდობით დოლარის დანაზოგი შემოიტანეს საქართველოში, სომხეთსა და ტაჯიკეთში. მონაცემებს Bloomberg ავრცელებს.

 


საქართველო, სომხეთი და ტაჯიკეთი რუსებისთვის პოპულარული მიმართულებებია, რადგან მათ ამ ქვეყნებში ვიზა არ სჭირდებათ, არ აქვთ ენობრივი ბარიერი და  შეზღუდვები დანაზოგების ადგილობრივ ბანკებში გადარიცხვაზე არ არსებობს. 2022 წლის თებერვლიდან ამ ქვეყნებში ათიათასობით რუსეთის მოქალაქე დასახლდა, პუბლიკაციაში ნათქვამია



წლის დასაწყისიდან სომხური დრამი დოლართან მიმართებაში 22%-ზე მეტით გამყარდა და მსოფლიო ვალუტებს შორის ლიდერი გახდა. ქართული ლარი 16%-ით, ტაჯიკური სომონი 10%-ით.

 

რუსების ემიგრაციამ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთიდან ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ხუთჯერ ზრდა გამოიწვია, ტრანსფერები 60%-ზე მეტით გაიზარდა და 1,75 მლრდ დოლარს მიაღწია.

 

სომხეთმა 2022 წელს 2,8 მილიარდი დოლარის ფულადი გზანილები განხორციელდა, თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, წერს Bloomberg-ი.


 


რუსებისთვის კიდევ ერთი პოპულარული ადგილი ყაზახეთი გახდა, თუმცა ტენგემ, როგორც გამოცემა წერს, შესაძლოა წელი ზარალით დაასრულოს.

 


Bloomberg-ის ცნობით, ექსპერტები ელოდნენ, რომ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები დაზარალდებოდნენ, რადგან მათი უდიდესი სავაჭრო პარტნიორი სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, კაპიტალის დიდმა ნაკადმა, პირიქით, მათი სავალუტო რეზერვები გაზარდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი გააუმჯობესა.

 


სომხეთში ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტალში ორნიშნა რიცხვს მიაღწია, საქართველოში 10 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 


რაც შეეხება ტაჯიკეთს, ფულადი გზავნილები წლის პირველ ნახევარში მინიმუმ 50%-ით გაიზარდა და 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკას 7%-ით გაეზარდა.

 


გამოცემის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 10%-მდე გაზარდა, სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა - 4,9%-დან 13%-მდე.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

თეგები:
ვალუტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up