ელექტროსკუტერების გაზიარების ქართული კომპანია „სქროლი“ ევროპის ბაზარზე გადის

ელექტროსკუტერების გაზიარების ქართული კომპანია „სქროლი“ ევროპის ბაზარზე გადის

access_time2020-07-17 11:00:25

ელექტროსკუტერების გაზიარების სისტემა „სქროლი“, რომელიც დედაქალაქში კორონავირუსის პანდემიის დროს, პირველად 27 აპრილს გამოჩნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის ფონზე ბევრისთვის სხვა ტრანსპორტის  ალტერნატივად იქცა.


თბილისისა და ბათუმის ცენტრში „სქროლს“,  როგორც გადაადგილების საშუალებას შესამჩნევად ბევრი ადამიანი იყენებს.  როგორც „სქროლის“ ბიზნესგანვითარების მიმართულების  ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი „კომერსანტთან“ განმარტავს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში, სკუტერების გაზიარების სისტემა საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაინერგება. ხოლო გლობალური ეპიდსიტუაციის დარეგულირების შემდეგ, ქართული „სქროლი“ ევროპის ბაზარსაც შეუერთდება.


„აპრილის შემდეგ, ჩავედით ბათუმში და დედაქალაქის საოპერაციო ზონა გავზარდეთ, გლდანში და დიღმის მასივშიც უკვე შესაძლებელია „სქროლით“ გადაადგილება.  


გვინდა, რომ სერვისების დივერსიფიცირებაც მოვახდინოთ დროდადრო გაზიარებულ მობილობაში. გაზიარებული მობილობა გულისხმობს იმას, რომ სატრასნპორტო საშუალება არ ეკუთვნის ერთ კონკრეტულ პირს არმედ ქალაქში არის ხელმისაწვდომი ყველასთვის თანაბრად და ეს მარტო სკუტერს არ ეხება. ასეთი სისტემა მსოფლიოში ახალია და თანდათან მოთხოვნა მსგავს სერვისზე იზრდება.


მალე სხვა ქალაქებსა და ევროპის ბაზარზე გასვლასაც ვგეგმავთ, თუმცა ეს დამოკიდებულია პანდემიასა და იმაზე თუ როდის დაუბრუნება მსოფლიო ჩვეულ რიტმს,“ - განმარტავს დანიელ დოინიცინი.



თავდაპირველად, საზოგადოებაში ხმაური  „სქროლით“ გადაადგილების ღირებულებამ გამოიწვია, რომელიც ერთი წუთი 35 თეთრი ღირს, ხოლო საათში მინიმუ 22 ლარია. დანიელ დონიცინის განმარტებით, ფასი საერთაშორისო სტანდარტებს მორგებულია და კომპანია თავისი სერვისის მეტად ხელმისაწვდომობის სქემაზე მუშაობს. 


„კომპანიის შემოსვლიდან საუბარი იყო, არის და იქნება ფასებზე -  ეს ნორმალური ამბავია. ნებისმიერ ადამაიანს რაღაცის მიღება იაფად სურს. მაგრამ  ჩვენ, როგორც ოპერატორი და ბიზნესსუბიექტი ჩვენი მოდელით ვმუშაობთ. 120-ზე მეტი ადამიანი გვყავს დასაქმებული, სერვისის მიწოდება მოითხოვს რესურსსა და შრომას - ფასიც აქედან გამომდინარეობს. თუმცა, თანდათან ვცდილობთ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სერვისი - დავმეგობრდით „თიბისი ბანკთან“ და  „სფეისი“ ბანკთან. „სფეისის“ ვიზა ბარათის მფლობელებს ჩვენთან 30 პროცენტიანი მომენტალური ქეშბექი აქვთ, ანალოგიურად  „თიბისი ბანკის“ სტუდენტურ ბარათებაზეც მოქმედებს - 30 პროცენტიანი მომენტალური ქეშბექი. ვმუშაობთ ლოიალობის პროგრამაზე - რაც უფრო ხშირად მოიხმარს ადამიანი „სქროლს“,  მას ტარიფზე შესაბამისი ფასდაკლებები ექნება.  


ქალაქების სწორი დაგეგმარების შემთხვევაში „სქროლი“ და ზოგადად ელექტრო სკუტერების გაზიარების სისტემა, უახლოეს 4-5 წელიწადში  გადაადგილების სერიოზული ალტერნატივა გახდება. ვისურვებდით, რომ ორივე ქალაქში იყოს მორგებული ინფრასტრუქტურა გადადგილების მსგავს საშუალებებზე. მეტს თუ ვიმუშავებთ, ბევრი სხვა კომპანიაც შემოგვიერთდება,“ - აღნიშნა  დანიელ დოინიცინმა.


პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. Bird-ი 2017 წელს დაარსდა და ახლა ის 100-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. სკუტერების გამოყენება აპლიკაცია Bird-ის მეშვეობით ხდება.  ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე სკუტერებია დაყენებული; აპლიკაციის საშუალებით მათ ადგილმდებარეობას მომხმარებელი პირდაპირ რეჟიმში ნახულობს.  შემდგომ აპლიკაციაში კამერით სკუტერზე მიკრული QR კოდის დაფიქსირება ხდება და სკუტერი აქტიურდება.


სკუტერი ერთი დამუხტვით დაახლოებით 30 კილომეტრს გადის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 20 კილომეტრია.

 

 მარიამ მორგოშია


თეგები:
scroll



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up