ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი Tesla-სთან თანამშრომლობას აპირებს

ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი Tesla-სთან თანამშრომლობას აპირებს

access_time2022-10-07 10:00:56

ქართული სტარტაპი Elven Technologies-ი Tesla-სთან თანამშრომლობას განიხილავს, როგორც მან რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ აღნიშნა ის  ცეცხლგამძლე მატერიით ელექტრომობილების ბატარეების შეფუთვას იწებს, მისივე თქმით არსებობს შანსი იმისა, რომ ელექტრომობილის ბატარეის  წვამ შესაძლოა მანქანის  ხანძარი გამოიწვიოს, შესაბამისად ამისგან საჭიროა  დაცვა.

 

„როდესაც კალიფორნიაში ვიყავი, მე თვითონ შევესწარი ტესლას  რამდენიმე ხანძარს, შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლითიუმის ბატარეები, რომლითაც ელექტრომობილების უმეტესობა დადის,  ძალიან მაღალ  ტემპერატურაზე იწვის, თან დაცვის მექანიზმები არ არსებობს, რაც მოუგვარებელი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბატარეების ხანძარი იშვიათია და დაახლოებით 100 000 ში 25 მანქანა იწვება, დამცავის შექმნა აუცილებელია, რადგან როდესაც 4 მილიონი მანქანაა უკვე  საკმაოდ  დიდი რიცხვი გამოდის. გარდა ამისა ელექტრომობილების ბაზარი ძალიან მზარდია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ელექტრომობილებზე არ ვრცელდება, მსგავსი ემართება იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ლითიუმის ბატარეა აქვს, იქნება ეს სკუტერი, ავტობუსი, ელექტრო ვერტმფრენი თუ მოტოციკლი, ეს არის  პრობლემა რომელსაც დიდ ბაზარზე გავყავართ“ - აღნიშნა ვამეხ ხერხეულიძემ.

 

 ხერხეულიძემ ასევე  აღნიშნა, რომ ამერიკის ბაზარზე არსებულ  რამდენიმე ელექტრო მობილების მწარმოებელ  კომპანიასთან მიდის მოლაპარაკებები, ნაწილთან მოლაპარაკების ეტაპზეა, ნაწილთან კი executive Level - ზე.

 

„რაც შეეხება  კონკრეტულ კომპანიებს, ამერიკის  ბაზარზე პირველი ტესლაა,  შემდეგ მოდის რივიანი და ლუსიდი, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს კიდევ ორ კომპანიასთან , რომლებსაც ჯერჯერობით ვერ დავასახელებთ, რამდენიმე მათგანთან უკვე გასულები executive level - ზე, ანუ იმ ხალხზე  ვინც  პირდაპირ იღებს  გადაწყვეტილებას  და რამდენიმე მათგანთან შუა რგოლის მენეჯმენტზე.


 

Elven Technologies-ის თანადამფუძნებელი ფიქრობს, რომ პროექტში დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, კომპანია ამ ეტაპზე ფინანსური  რესურსების  მოძიების  პროცესშია.

 

კომპანია Elven Technologies – მა  ელექტრომობილების ბატარეის შესაფუთ მასალების წარმოების დაწყებამდე მეხანძრის ინოვაციური ცეცხლ გაუმტარი კოსტიუმი დაამზადა, იგი სრულიად ცეცხლ გაუმტარია და არსებული კოსტიუმებისგან  მეხანძრეს 8-ჯერ უფრო მაღალი ტემპერატურისგან ხანგრძლივად იცავს.

 

Elven Technologies-ის გუნდს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი და ევროსაბჭოს 30 000 ევროს გრანტი აქვს მიღებული. ასევე, გუნდმა პირველი საინვესტიციო რაუნდი $160 000-ის 2020 წლის ბოლოს დახურა, რომელშიც ცხრა ინვესტორი მონაწილეობდა. მათ შორის იყო Technovate ამერიკული ვენჩურული სტუდიო Silicon Valley-დან.




თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up