ქართული სტარტაპი „კერნელი“ ინდოეთის ბაზარზე შევიდა

ქართული სტარტაპი „კერნელი“ ინდოეთის ბაზარზე შევიდა

access_time2022-10-31 18:00:17

„წინა წლის დეკემბერში ინდოეთის ბაზარზე შევედით“ - ამის შესახებ FinTech პლატფორმა „კერნელის“ დამფუძნებელმა ბექა დალაქიშვილმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე განაცხადა. მისი თქმით, ინდოეთის ბაზარზე ბევრი სირთულეა, რადგან ინდოეთში საქართველოსთან შედარებით აბსოლუტურად განსხვავებული კულტურა, ადამიანების ქცევა და იერარქიაა. 



„როდესაც ადამიანების დაქირავება და მათი მართვა გიწევს ეს ინდოეთში ძალიან რთული პროცესია, რადგან ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით იქ იერარქია აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს კასტური სისტემა ორგანიზაციებშიც არის გადატანილი, რასაც ბევრი სირთულე ახლავს თან.   ამჟამად თავის დამკვიდრების პროცესში ვართ. დღეს რა ეტაპზეც  ვართ, აქამდე საკმაოდ კარგად მოვედით და  წინ კიდევ დიდი გზაა იმისთვის, რომ ბაზარი სრულად ავითვისოთ, თუმცა კარგი  ტემპით მივდივართ და ძალიან კარგად ვითარდებით“, - განაცხადა ბექა დალაქიშვილმა.   



დალაქიშვილის თქმით, „კერნელი“ ფილიპინების ბაზარზეც არის წარმოდგენილი, თუმცა  ფილიპინებში ბაზარი ინდოეთთან შედარებით პასიურობს, თუმცა კომპანიას ინდოეთის ბაზარზეც ძალიან პატარა წილი აქვთ ათვისებული.


„ინდოეთში 65 მილიონი მცირე ბიზნესია, რომელიც პოტენციურად ჩვენი სამიზნე  ბაზარია. ამ ეტაპზე ჩვენ 30 000 მომხმარებელი გვყავს, რაც ჯერჯერობით  ძალიან  პატარაა, თუმცა გეგმა მთლიანი ბაზრის არა, მაგრამ გარკვეული სეგმენტის ათვისებაა. თუმცა იქამდე საკმაოდ დიდი გზაა.   


ამ ეტაპზე ძირითადი პროდუქტი, რაც გვაქვს ეს არის ინვოისირება, თუმცა  ინვოისების გარდა ყველანაირ ბუღალტერიასთან დაკავშირებული  დოკუმენტაცია და ხარჯების ნაწილი  დავამატეთ,  იმიტომ რომ  ბუღალტერს მიაწოდონ სრული  ინფორმაცია შემოსავლების და ხარჯების შესახებ. ადგილობრივ  საგადასახადო  სისტემას დავუკავშირდით ინტეგრაციით, ასევე ყველაზე დიდი  ბუღალტრული პროგრამა რაც არის  იმასთანაც ავაწყვეთ  თანამშრომლობა. ხედვა არის, რომ ვიყოთ embedded finance,  თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ  ჩვენთან კლიენტის შესახებ დიდი რაოდენობით ფინანსური ინფორმაციის აკუმულირება ხდება, ფაქტობრივად ყველანაირი შემოსავლის და ხარჯის შესახებ ინფორმაცია პლატფორმაზეა, მათ  შორის გადახდების მიღება, გადახდა და  ა.შ. 


ეს საშუალებას  იძლევა, რომ მათ მივაწოდოთ ფინანსური სერვისები, იქნება ეს სესხები, ინვოისს  ფინანსირება იქნება თუ  ასე  შემდეგ, პარტნიორების მეშვეობით ბევრი სხვადასხვა ფინანსური სერვისები შეგვიძლია მივაწოდოთ და საბოლოო ხედვა არის ის, რომ ჩვენი  პლატფორმა იყოს საოპერაციო  სისტემა მცირე  ბიზნესისთვის, ანუ რაც სჭირდება დოკუმენტაცია ამას აკეთებს და ავტომატურად ეს ყველაფერი ფინანსური კუთხით , საგადასახადო კუთხით და ფინანსურ სერვისებზე წვდომის კუთხით მივაწოდოთ“, - აღნიშნა ბექა დალაქიშვილმა.   




რაც შეეხება ინდოეთში შიდა კონკურენციას, დალაქიშვილი აღნიშნავს, რომ კონკურენციის კუთხით საკმაოდ რთული ბაზარია, თუმცა მისივე თქმით, პროდუქტის ხარისხის მიმართ მიდგომა განსხვავებულია.


 „კერნელი“ თავდაპირველად საქართველოში შეიქმნა, სტარტაპმა 2020 წელს GITA-ს გრანტიც მიიღო. შემდეგ მონაწილეობდა „საქართველოს ბანკის“ აქსელერაციის პროგრამაში 500 startups.


„როდესაც ჩვენ საქართველოდან საერთაშორისო ბაზრისკენ ყურება დავიწყეთ, შევაფასეთ ბაზრები. პირველ რიგში ჩვენ შევედით  ფილიპინებში. ინდოეთის  ბაზარიც  შევისწავლეთ  თავიდანვე, თუმცა ინდოეთი რთული ბაზარი იყო, ჯერ ფილიპინებში დავუშვით  შეცდომები და შემდეგ ბევრი რაღაც  ვისწავლეთ და წავედით  ინდოეთისკენ და გამოცდილებამ გაგვიმაგრა ზურგი და ტექნოლოგიური მოკვლევის თვალსაზრისით ბევრად უფრო  გაგვიმარტივდა საქმე“ –აღნიშნა ბექა დალაქიშვილმა.  


ბექა  დალაქიშვილმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად პროდუქტი  საქართველოში  დაიტესტა. სტარტაპმა  2020 წელს  საქართველოში  აიღო GITA - ს გრანტი, შეიძინა პირველი მომხმარებლები და  ამის  შემდეგ 5000 startup  ის აქსელერაციის  პროგრამაში მოხვდა,  საიდანაც  დაიწყო  ახალი  გზა.  


„რაც შეეხება აქსელერაციის პროგრამას, 500 სტარტაპი მსოფლიოში წამყვანი აქსელერაციის პროგრამაა, მისი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ სტარტაპის ცხოვრება არის რბოლა დროის წინააღმდეგ, ანუ ყველაფერი გასაკეთებელია ძალიან სწრაფად, რომ გადახვიდე შემდეგ ეტაპზე და ა.შ. აპლიკაციის შევსებას რომ იწყებ, იქიდანვე ხვდები, რომ ყველაფერს უნდა შეხედო გლობალურად, სტრატეგიის დაგეგმვაში და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში 500 სტარტაპი ძალიან დაგვეხმარა“, - აღნიშნა ბექა დალაქიშვილმა. 


დალაქიშვილის თქმით, საქართველოში სტარტაპის ეკოსისტემა ძალიან სწრაფად ვითარდება. მისივე თქმით, დაახლოებით 5 წლის წინ სულ რამდენიმე ადამიანი იყო ვინც სტარტაპის გაკეთება სცადა, დღეს კი საქართველოში ძალიან ბევრი სტარტაპია, რაშიც GITA- სა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, გარდა ამისა არის აქსელერაციის პროგრამებიც და შემოდის ბევრი ფონდი. 


Fintech startup „კერნელი“ მარტივი ფინანსური ხელსაწყოების საბუღალტრო  პროცესების გაციფრულების ქართული პლატფორმაა, სადაც მომხმარებლებს  შეუძლიათ, გამოიწერონ, გაგზავნონ და მართონ ინვოისები. ასევე  „კერნელი“ მომხმარებლებს  სთავაზობს გამოთვალონ  გადასახადები და სხვადასხვა  ფინანსური მაჩვენებლები, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ბიზნესს მარტივად შეაფასებენ და უკეთეს ფინანსურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.   


თაკო კვაჭანტირაძე








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up