ქართული თაფლის მარაგი ამოიწურა და ექსპორტზე ვეღარ გადის

ქართული თაფლის მარაგი ამოიწურა და ექსპორტზე ვეღარ გადის

access_time2023-03-07 16:30:38

2023 წლის მაისამდე ქართული  თაფლი ექსპორტზე აღარ გავა - ამის  შესახებ ინფორმაციას „თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალეკო პაპავა ავრცელებს. საკითხზე ალეკო პაპავამ BMGTV - ის გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა მისი თქმით ექსპორტის შეფერხება საქართველოში თაფლის მარაგების ამოწურვით არის განპირობებული.


მეფუტკრე აღნიშნავს, რომ გასულ წელს სექტორს თაფლის მარაგები დაგროვილი ჰქონდა, რაც წელს ამოიწურა, მისივე  თქმით გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში თაფლის ხარისხი საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა.


„ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ევროკავშირი ჩვენგან აკაციის თაფლს ითხოვს, საქართველოში კი აკაციის ტყეები შემცირდა, თან თაფლოვანი მცენარეების ყვავილობას წვიმიანი სეზონი დაემთხვა და საერთო ჯამში, ეს იმას ნიშნავს, რომ თაფლოვანი მცენარეების გაუმჯობესებაზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ.“ - განაცხადა ალეკო პაპავამ.


პაპავა  აღნიშნავს, რომ   თუ ამ დროისთვის საქართველოში ფუტკრის ერთი ოჯახი 10-15 კილოგრამ თაფლს აწარმოებს, რესურსები იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს რაოდენობა 25-30 კილოგრამამდე გაიზარდოს.


 

„ამჟამად საქართველოში 2500-3000 ტონა თაფლი იწარმოება, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ეს მოცულობა 8000-10000 ტონამდე გაიზარდოს, შემოსავალი კი თუ ახლა 2-3 მილიონია, შესაძლებელია, რომ ეს შემოსავალი 100 მილიონი გახდეს, ამისთვის კი სტანდარტების დაცვა, სკების რაოდენობის გაზრდა, მწარმოებლების ბაზის გაუმჯობესება და ცოდნის ამაღლებაა საჭირო.

 

აუცილებელია, რომ ამ პროცესში სახელმწიფოც აქტიურად ჩაერთოს. იყო გარკვეული პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ მეფუტკრეებს სკები გადასცა, თუმცა ეს სკები იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რომლის დაცვაც აუცილებელია, შესაბამისად ნებისმიერი ღონისძიების განხორციელების დროს სახელმწიფოს ჩვენთან უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევები არსებობს ამ დარგში.“ - განმარტავს ალეკო პაპავა.

 

პაპავას  თქმით ბოლო პერიოდში აღმოფხვრილია  ლაბორატორიების პრობლემაც, და საწარმოები მუდმივად ცდილობენ, რომ აკრედიტაცია გაიარონ და საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ, შედეგად ამჟამად ქართული თაფლი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში თავისუფლად რეალიზდება.

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up