საქართველოდან თაფლის ექსპორტი 32-ჯერ გაიზარდა. "საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 136.3 ტონა თაფლის ექსპორტიდან $492 ათასის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში თაფლის ექსპორტი 4.3 ტონას ($35 ათასი) არ აღემატებოდა.
როგორც"საქსტატიდან" აცნობს, ქართული თაფლის TOP-3 საექსპორტო მიმართულება ასეთია:
- ბულგარეთი - 63 ტონა / $147.7 ათასი
- საფრანგეთი - 43 ტონა / $196.9 ათასი
- რუსეთი - 10 ტონა / $7.5 ათასი
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წელს საქართველომ სულ 10 ტონა თაფლი შეიძინა, რაშიც $13 ათასი გადაიხადა.
წყარო: „ბიზნეს ფორმულა“