2022 წლის იანვარ-მარტში ქართული თაფლის ექსპორტი 103%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 3 თვეში ქვეყნიდან 50,11 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (171,1 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 24,69 ტონა პროდუქტი (73,62 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა,
გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა:
ბულგარეთი - 45,03 ტონა (136 ათასი დოლარი)
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1,87 ტონა (15,9 ათასი დოლარი)
ისრაელი - 1,78 ტონა (9,83 ათასი დოლარი)
გარდა ამისა, წელს მცირე რაოდენობით თაფლის ექსპორტი განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში - გერმანია, იაპონია, საუდის არაბეთი.
რაც შეეხება 2021 წელს, შარშან საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის თაფლის ექსპორტი განხორციელდა - 19 ქვეყანაში 172,9 ტონა თაფლი გავიდა (657,3 ათასი დოლარის ღირებულების).
წყარო: ბიზნესპრესნიუსი