ქართული ვაშლის ჩიფსის ესტონეთსა და ლიეტუაში ექსპორტზე გატანა იგეგმება

ქართული ვაშლის ჩიფსის ესტონეთსა და ლიეტუაში ექსპორტზე გატანა იგეგმება

access_time2020-08-27 15:30:21

ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ვაშლის ჩიფსის „ენკენი“ საქართველოს რეგიონებში გასვლას და ექსპორტზე პროდუქციის გატანას გეგმავს.


„ენკენის“ თანადამფუძნებელი თამარ შეითნიშვილი „კომერსანტთან“ კომპანიის პოსტ პანდემიურ მდგომარეობაზე, ექსპორტისთვის მზადების დეტალებზე, სამომავლო გეგმებზე და პროდუქციის ონლაინ შეძენის პრიორიტეტებზე საუბრობს.


„რამდენიმე პრიორიტეტული მიზანი გვაქვს : პირველ რიგში, გვინდა რომ საქართველოს მასშტაბით გავიდეთ და სრულად ავითვისოთ სხვა დიდი ქალაქებიც; მეორე მიზანს წარმოადგენს ექსპორტი, გვაქვს მოლაპარაკებები ესტონეთთან და ლიეტუასთან. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით გვაქვს მიწოდება, თუმცა რეგიონებში ნიკორას ქსელებშიც იყიდება. გავაკეთეთ ექსპორტისთვის საჭირო ლაბორატორიული ანალიზები. ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპის ქვეყნები და ამერიკა. გვინდა თურქეთშიც ვიყოთ წარმოდგენილები, ასევე უკრაინაში,რადგან ძალიან მოსწონთ უკრაინელ ტურისტებს ეს პროდუქტი. ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქვეყანაში გვყავს ჩვენი წარმომადგენლები და მიმდინარეობს პარტნიორების ძიება და მოლაპარაკებები,- აღნიშნავს თამარ შეითნიშვილი. 



კომპანია ენკენი ბაზარზე 2018 წლის ოქტომბრიდან არის წარმოდგენილი, მისი საწარმო გორის რაიონში, სოფელ დიცში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. პანდემიის პერიოდში, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კომპანიას თანამშრომლები არ შეუმცირებია.


სტარტაპ საქართველოსგან მივიღეთ 100 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსება, შემდგომ სხვადასხვა ორგანიზაცია გვეხმარებოდა, მათ შორის იყო გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ფერმერთა ასოციაცია,რომლის დახმარებითაც გავაკეთეთ რებრენდინგი და დავამატეთ მწვანე ვაშლის ჩიპსი (უკვე 10 თვეა). ჩვენ ვართ ევროპროდუქტების, გუდვილის, აგროჰაბის, ნიკორას, რამდენიმე სპარის, უნივერსალის ქსელებში, ასევე ორგანულ მარკეტში, კავეას კინოთეატრებში,სადაც აქტიურად იყიდებოდა ჩვენი ჩიპსები და პანდემიის პირობებში, უკან დაბრუნებაც კი მოგვიწია.


პანდემიის გამო ქსელებში შეგვიმცირდა გაყიდვები, თუმცა, ზუსტად პანდემიის პერიოდშივე დავიწყეთ აქტიურად ონლაინ გაყიდვები, ახალი შეთავაზებები და ამიტომ, რაღაც ეტაპზე, ამ ქმედებამ შეაჩერა გაყიდვების შემცირება, მიუხედავად ამისა, ზოგადი ფონი, ისევე როგორც სხვა ბიზნესებისთვის, მძიმე იყო ნამდვილად. მაგრამ ეს არ შეხებია თანამშრომლების შემცირებას“,
- ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up