სექტემბრიდან, რომელიც საქართველოში ვაშლის სეზონის დაწყებას აღნიშნავს, თებერვლის ბოლომდე, საქართველომ ექსპორტზე 6 300 ტონა ვაშლი გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდდთან შედსრებით 17%-ით მეტია. - ამის შესახებ ინფორმაციას East fruit ავრცელებს, მათი ცნობით საექსპორტო ვაშლის ფასი უცლელი დარჩა, თუმცა შემოსავლები დოლარში 17 %-ით არის გაზრდილი.
EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით აღსანიშნავია ისიც, რომ გაცვლითი კურსის რყევა და მაღალი ინფლაცია ამ წარმატებას ამცირებს.
ქართული ვაშლის ექსპორტი სექტემბრიდან თებერვლამდე ტონებში
ეს მონაცემები ბოლო რვა წლის განმავლობაში სიდიდით მეორეა, შედარებით უკეთესი მაჩვენებელი იყო 2020 წელს, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ეს რიცხვი გამონაკლისად სახელდება, რადგან პანდემიამ მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი, აიძულა, რომ სასოფლო - სამეურნეო პროდუქცია დიდი მოცულობით შეეძინა.
მიმდინარე წელს ისევე როგორც შარშან საექსპორტო ფასი ერთ კილოგრამზე 0,65 დოლარს შეადგენდა, აშშ დოლართან მიმართებაში ქართული ვალუტის გამყარების ფონზე საექსპორტო ფასები შემცირდა. მოცემულ პერიოდში ლარი საშუალოდ 12% - ით გამყარდა, ამიტომ 2022-2023 წლებში სეზონზე ფასი ლარში წინა სეზონთან შედარებით 12% ით დაბალია.
ლარში შემოსავლების შემცირებასთან ერთად გაცვლითი კურსის რყევების გამო ინფლაციამ საქონელსა და მომსახურებაზე ფასები გაზარდა. შეძენილი საქონლისა და მომსახურების რაოდენობა 20%-ით შემცირდა.
ლარში მთლიანი ექსპორტის ღირებულება მიმდინარე სეზონში 11 მილიონი ლარია, რაც 3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მაგრამ იმ საქონლისა და სერვისების რაოდენობის მიხედვით, რომელთა შეძენაც შეიძლებოდა, ეს შემოსავალი მაინც 6%-ით ჩამორჩება წინა სეზონში გამომუშავებულ შემოსავალს.