ქართული წარმოების ზეთისხილის პროდუქციაზე ბაზარზე ფასები შენარჩუნდება -  „ქართული ზეთისხილი“

ქართული წარმოების ზეთისხილის პროდუქციაზე ბაზარზე ფასები შენარჩუნდება - „ქართული ზეთისხილი“

access_time2022-08-02 11:00:00

კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებლის გიორგი სვანიძის განცხადებით, წელს ზეთისხილის კარგი მოსავალია და ამიტომ შარშანდელთან შედარებით 100%-ით მეტი ზეთისხილის აღებას და გადამუშავებას აპირებს.


როგორც „კომერსანტთან“ გიორგი სვანიძემ განაცხადა, “ზეთისხილის რთველი“ ოქტომბრიდან დაიწყება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.


“დღევანდელი პირობებით, გასულ წელთან შედარებით მოსავალი გაზრდილია 100%-ით. წელს ველოდებით, რომ 300 ტონიდან 400 ტონამდე მოსავალს მივიღებთ, - ამბობს ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში ზეთისხილის წარმოებით 2009 წლიდან დაინტერესდა და სოფლის მეურნეობის დარგის ამ მიმართულებაში პირველიც იყო.


გიორგი სვანიძის თქმით, საქართველოში წარმოებულ ზეთისხილის ზეთის 70%-ს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 30%-ს უცხოეთში ყიდის. პროდუქცია ექსპორტზე გადის ნიდერლანდებში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში და კატარში ექსპორტზე. ბიზნესმენი ამბობს, რომ ცდილობს ახალი ბაზრები მოიძიოს და იქ ქართული პროდუქცია შეიტანოს, რაც ასევე მოიცავს საერთაშორისო გამოფენებში პროდუქციის წარდგენასა და მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი ეფექტური გზაა.


მისი თქმით, ბოლო პერიოდში ზეთისხილსა და ზეთისხილის ზეთზე მსოფლიოში ფასები 30-35%-ითაა გაძვირებული, თუმცა „ქართული ზეთისხილის“ მენეჯმენტი ცდილობს ადგილობრივ ბაზარზე ფასები შეინარჩუნოს და ერთ-ერთ მისაღებფასიან პროდუქტად დარჩეს, რათა საქართველოს მოსახლეობამ ადგილობრივი წარმოების ზეთისხილის ზეთის შეძენა მოახერხოს.



კომპანია აქტიურად ზრუნავს კადრების გადამზადებაზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის და ხარისხის კონტროლისათვის, ამისთვის კომპანია კადრებს საზღვარგარეთ გადაამზადებს.


„ჩვენ ვეცდებით, რომ ფასი დავარეგულიროთ და ჩვენი მომხმარებლებისთვის ფასი შევინარჩუნოთ“, ამბობს „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი.


რაც შეეხება ზეთისხილის პლანტაციებს, მიმდინარე წელს კომპანიის გეგმებში 900 ჰა ზეთისხილის გაშენებაა, საიდანაც 450 ჰა ზაფხულის პერიოდში უკვე დაირგა, ხოლო 450 ჰა-ს დარგვა შემოდგომით მოხდება. პროექტის ღირებულება 10 მლნ ლარია.


გიორგი სვანიძე ამბობს, რომ ზეთისხილის წარმოება ზოგადად გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებაა და შესაბამისად ჩადებული ინვესტიციის ამოღებაც საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ ხდება. მთლიანად ზეთისხილის და ზეთისხილის ზეთის წარმოებაში გიორგის სვანიძის მიერ ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 30 მლნ ლარს აჭარბებს.


კომპანია „ქართული ზეთისხილი ზეთისხილის ბაღებს კახეთში ფლობს. „ქართული ზეთისხილის ზეთი 250-ml, 500-ml, 1000-ml მინის ქილებში, ასევე 5, 10 და 18 ლიტრიან მოცულობის თუნუქის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი - 370, 500 და 1000 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი.


ამჟამად „ქართული ზეთისხილის ზეთი და ზეთისხილი გასაყიდად სპარში „კარფურში, „გუდვილში, „ნიკორასა და „აგროჰაბშია წარმოდგენილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up