ქართული წვენი „ალალი“ ბალტიისპირეთისა და ჩეხეთის ბაზრებზეც გაიყიდება

ქართული წვენი „ალალი“ ბალტიისპირეთისა და ჩეხეთის ბაზრებზეც გაიყიდება

access_time2021-11-03 11:00:38

ნატურალური ქართული წვენის მწარმოებელი კომპანია „ალალი“ საექსპორტო არეალს აფართოებს. ერაყის, აშშ-ის, კანადის და უკრაინის შემდეგ, პროდუქტი უკვე ბალტიისპირეთისა და ჩეხეთის ბაზრებზეც გავა. როგორც პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ ,,კომერსანტთან“ განაცხადა, თელავში წარმოებული „ალალი“ საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ მოთხოვნადია.



,,აჩინებული“ აქტიურად არის ჩართული არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამაში.



,,ჩვენი ხილის გადასამუშავებელი ქარხანა ადგილობრივი მეწარმეებისგან იღებს ნატურალურ პროდუქტებს - ვაშლს, ატამს, ყურძენს, ალუბალს, ციტრუსებს. ყველაფერი, რასაც ვამზადებთ, არის დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. არასტანდარტული ვაშლის სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, 50 ტონა უკვე შევიძინეთ. ვაპირებთ კიდევ ამდენივე ვაშლის შესყიდვას. თუმცა, ამ ეტაპზე დროებით გადავინაცვლეთ ყურძნის შესყიდვაზე, რათა მოგვესწრო. მოგვიანებით ბროწეულის და ფორთოხლის გადამუშავებასაც დავიწყებთ.  შარშანდელთან შედარებით, 80%-ით გაიზარდა წარმოება, შესაბამისად, იზრდება ექსპორტიც, ტრადიციულ ბაზრებს მალე ბალტიისპირეთი და ჩეხეთიც დაემატება“, - ამბობს ღვინეფაძე.




კომპანია ,,აჩინებული“ აქტიურად მონაწილეობს გლობალურ მასშტაბურ გამოფენებზე. სულ ახლახან ემირატებიდან დაბრუნებული ბიზნესმენი ახალი პროექტებისთვის ემზადება. გოჩა ღვინეფაძის თქმით, ყოველი ახალი გამოფენას მოჰყვება ახალი კონტრაქტები და გეგმები. ემირატებში გამართული საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენის შემდეგ კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება  100-დან 150-მდე კონტეინერის გაგზავნა ექსპორტზე.



ცნობისთვის: ქართული ნატურალური ხილის წვენების მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.



საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 25 ადამიანი.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up