ქართული ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობების გამრავლება და მდგრადი  გამოყენება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) 4 წლიანი საქმიანობაა

ქართული ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობების გამრავლება და მდგრადი გამოყენება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) 4 წლიანი საქმიანობაა

access_time2022-10-22 12:30:13

ქართული ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციის ჯიშების კონსერვაცია, დაცვა, გამრავლება და მდგრადი გამოყენება სახელმწიფო პრიორიტეტია. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) აღნიშნული მიმართულებით უკვე 4 წლიანი საქმიანობა.


კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორის, სოფიკო ახობაძის თქმით, ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების გავრცელება, ძირითადად, შიდა ქართლის რეგიონში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს, სადაც ყოველწლიურად 300 ჰა მიწის ფართობზე დიკისა და ახალციხის წითელი დოლის ჯიშის ხორბალი ითესება.
„პროექტის ფარგლებში, შევარჩიეთ საზღვრისპირა ზოლი. იძულებით გადაადგილებულ პირებზე ვართ ფოკუსირებული, იმ ფერმერებზე, რომლებიც იქ დარჩნენ და ძალიან მძიმე, საფრთხის პირობებში უწევთ მუშაობა. დიკისა და ახალციხის წითელი დოლის ჯიშის სახეობები ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე 300 ჰა მიწის ფართობზე ითესება. მოვაწყვეთ 2 სათესლე მეურნეობა, სადაც გამოგვყავს უკვე სერტიფიცირებული თესლი. გავაჩინეთ შესაძლებლობა, რომ ფერმერმა გარანტირებულად სუფთა ხარისხის სათესლე მასალა იყიდოს და დათესოს. გარდა ამისა, ფერმერებს, რომელთაც არა აქვთ სათესლე მეურნეობა და უნდათ წარმოება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, თესლის სერტიფიცირების პროცესში ვეხმარებით“, - განაცხადა სოფიკო ახობაძემ.


როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აქტიურად მუშაობს ქართული ხორბლისგან პურის მწარმოებელ კომპანიებთანაც. ქართლის რეგიონში მუშაობს მიწოდების ჯაჭვი, რომელშიც ჩართული არიან ფერმერები და, შედეგად, უკვე შესაძლებელია ქართული ხორბლის რეგულარული შეგროვება და მიწოდება ბაზარზე.



აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ვაზისა და ხორბლის ჯიშების სარგავი/სათესლე მასალის ფერმერული მეურნეობებისთვის გადაცემის მიზნით კიდევ ერთი პროექტი „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სოფლებში“ დაიწყო.


პროექტი განხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვის გლობალური ფონდისა (GEF) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) საერთო კოორდინაციით - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ადმინისტრაციასთან, მუნიციპალურ ორგანოებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტი გულისხმობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლის მეურნეობის სექტორში აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენებისა და დაცვის ხელშეწყობას, სახელმწიფო პოლიტიკისა და არსებული სამართლებრივი ბაზის სრულყოფას და ადგილობრივ დონეზე შემოსავლების ზრდის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი მესხური ვაზისა და ხორბლის ჯიშების აგროწარმოებაში დანერგვის ხელშეწყობას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up