რატომ ევროკავშირი? - საზოგადოების განწყობა ACT-ის კვლევაში

რატომ ევროკავშირი? - საზოგადოების განწყობა ACT-ის კვლევაში

access_time2022-06-21 14:35:34

კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითიმ“ ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა.


როგორია განწყობები საზოგადოებაში? მიუხედავად, ევროკომისიის მკაცრი ვერდიქტისა - „მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე შეფასდეს, როგორ აკმაყოფილებს პირობებს“, არ იცვლება საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება ევროკავშირისადმი და ეს 20 ივნისის აქციაზეც გამოჩნდა, სადაც ათასობით ადამიანი სწორედ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მივიდა. 


რაც ეხება „ეისითის“ კვლევის შედეგების მიხედვით, „ეისითიში“ აღნიშნავენ, რომ ქართველების 90%-სთვის ევროკავშირის წევრობა ქვეყნის განვითარების მომავალს ნიშნავს.


გამოკითხულების აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - როგორც გზა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ - მნიშვნელოვანია: ასეთია გამოკითხულების 84%-ის აზრი. მათი რიცხვი, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოდ ეჩვენება, არ აღემატება 11%-ს. ამავდროულად, ყოველი მეორე გამოკითხული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უახლოესი თვეების განმავლობაში ელის (50%). სტატუსის მიღების იმედი არ აქვს 33%-ს.


ის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შანსები საქართველოსა და მოლდოვისთვის, მოსახლეობის გადასახედიდან, ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, კვლევამაც დაადასტურა. მონაცემების თანახმად, რესპონდენტები განსაკუთრებით გამოყოფდნენ უკრაინის მაღალ შანსებს, მიეღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს და მოლდოვას კი, დაახლოებით მსგავსად აფასებდნენ.



გარდა ამისა, კითხვაზე - თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ვისი დამსახურება იქნება, პასუხებმა უჩვენა, ქვეყანაში რამდენად არის დისკრედიტირებული პოლიტიკური კლასი და როგორ რჩებიან მოქალაქეები საკუთარი თავის იმედად/ამარა. კერძოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, გამოკითხულების ყველაზე დიდი წილი - 40% ხალხის დამსახურებას დაინახავს. კრებსითად საქართველოს მთავრობის როლზე საუბრობს 2-ჯერ ნაკლები - რესპონდენტების - 20%. პარლამენტის, ქვეყნის პრემიერის და პრეზიდენტის როლზე კი, მთლიანობაში, 14% მიუთითებს. დასავლეთის/ევროპელი პარტნიორების როლზე რესპონდენტების 9% საუბრობს.


იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, 10-დან 4 გამოკითხულისთვის ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება (38%). რესპონდენტების 16%-ის აზრით, შექმნილ ვითარებაზე ასევე პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ბიძინა ივანიშვილი. გამოკითხულების 12% ხედავს ოპოზიციური პარტიების ბრალეულობასაც.


კვლევის მიხედვით, 10-დან 9 გამოკითხულისთვის ევროკავშირის წევრობა პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის განვითარებულ მომავალს (90%), მეტ ინტერესს და მოტივაციას აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის საქართველოსთან შემოერთებისთვის (72%), დაცვას რუსეთის სამხედრო აგრესიისგან (66%). მეტიც: არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, არამედ მისი წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაც კი რესპონდენტების დიდი უმრავლესობისთვის (84%) მკაფიო სიგნალია რუსეთისთვის, რომ ქვეყანას დასავლური კურსი აქვს.


რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებით მიღებულ სარგებელს სექტორების მიხედვით, გამოკითხულები ყველაზე მეტად ამას ეკონომიკაში ელიან (57%). აღნიშნულ პასუხს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა დასახელების სიხშირით მეორე-მესამე ადგილს იკავებს სარგებელი განათლებაში (42%) და ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვაში (41%). ხუთეულს ასრულებს სარგებელი ჯანდაცვასა (35%) და სამხედრო სექტორში (36%)


„ეისითის“ კვლევა, 17 ივნისის ევროკომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე დასრულდა და 11-16 ივნისის პერიოდი მოიცვა. რის ფარგლებშიც 802 რესპონდენტი გამოიკითხა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up