„ქართველებმა მილიონობით დოლარი დაკარგეს, რადგან FTX საქართველოში პოპულარულობით ალბათ მეორე ადგილზე იყო“ - იოსებ ბოლქვაძე

„ქართველებმა მილიონობით დოლარი დაკარგეს, რადგან FTX საქართველოში პოპულარულობით ალბათ მეორე ადგილზე იყო“ - იოსებ ბოლქვაძე

access_time2022-11-14 21:00:37

კრიპტო ბირჟა FTX-ის კოლაფსის შედეგად, მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდი გაქრა. FTX-ის ჩამოშლის შემდეგ, ინვესტორებმა ბირჟებიდან 106000-ზე მეტი ბიტკოინი უკვე ამოიღეს. JP Morgan-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინი შესაძლოა 13000 დოლარამდე დაეცეს, სხვებს კი FTX-ის გაკოტრების შემდეგ „დომინოს ეფექტს“ ეშინიათ.


რა გავლენას მოხდენს FTX-ის კოლაფსი კრიპტო ბირჟების სისტემაში ჩართულ ქართველ მომხმარებელზე და რამდენად პოპულარულია ის საქართველოში, ამ თემებზე „კომერსანტთან“ „კრიპტომატი“-ს დირექტორმა იოსებ ბოლქვაძემ ისაუბრა.


„FTX მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ბირჟა იყო, აქტივების და სავაჭრო მოცულობითაც საკმაოდ მოცულობითი, სწორედ ამიტომ მისმა გაკოტრებამ, გამოიწვია გლობალური პანიკა ინვესტორებში და ხელი შეუწყო ბოლო დღეებში ძირითადი ციფრული აქტივების თითქმის 20%-ით გაუფასურებას. FTX ბოლო მონაცემებით 500 მლნ დოლარის აქტივები დააბრუნა, რაც ჰქონდა რეზერვები დარჩენილი იმის საშუალებით, ამის შემდეგ ციფრული აქტივების გატანები ისევ გააჩერა. საუბარია დაახლოებით 1 მლრდ დოლარზე, კლიენტების თანხებზეც, რომლებიც დაკარგულია და არც უნდა ველოდოთ მათ დაბრუნებას.



ბირჟის ზომიდან გამომდინარე, ჩემი ინფორმაციით FTX-ს ბევრი ქართველი მომხმარებელიც ჰყავდა, რომლებმაც საკმაო რაოდენობის თანხები დაკარგეს და მათი დაბრუნება არ არის მოსალოდნელი, მათ შორის არიან როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები. ქართველებმა მილიონობით დოლარი დაკარგეს, რადგან FTX საქართველოში პოპულარულობით ალბათ მეორე ადგილზე იყო.


გლობალურად ცნობილია რომ FTX მეოთხე ადგილზე იყო სიდიდით და მომხმარებელთა რაოდენობით, თუმცა თუ ამას ქართულ რეალობაში გადმოვიტანთ, დადასტურებული მონაცემები არ არსებობს, თუმცა სუბიექტური გაზომვებით, შეიძლება ითქვას რომ Binance არის ყველაზე პოპულარული ქართველი მომხმარებლებისთვის, ხოლო მეორე ადგილზე FTX-ია, ძირითადად ქართველი მომხმარებლები ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობენ და სწორედ ამიტომ არის ეს ორი პლატფორმა მათთვის საინტერესო. Binance კი იმიტომ არის პირველ ადგილზე, რომ აქვს ყველაზე დახვეწილი პროდუქტი, მაღალი ლიკვიდობა და ყველაზე დიდი სავაჭრო მოცულობა. ზოგადად Coinbase არის მსოფლიოში მეორე ადგილზე, მაგრამ ის უფრო ამერიკის ბაზარზე ოპერირებს და ქართველებისთვის იქ მოხვედრა ცოტა რთული არის. საკმაოდ ბევრი ქართველია ვინც დაკარგა თანხები, შეიძლება ითქვას, რომ მილიონობით დოლარზეა საუბარი. Binance გეგმავდა FTX-ის შეძენას, თუმცა ეს შესყიდვა არ მოხდა, საეჭვოა ასეთი გაკოტრებულო კომპანია ვინმემ შეისყიდოს, ამიტომ ეს თანხები დაკარგულია და მისი დაბრუნების მოლოდინი თითქმის არ არსებობს“,  აღნიშნავს იოსებ ბოლქვაძე.


FTX ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ დაუზუსტებელი განცხადებების გამო, მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. FTX-ის ლიკვიდურობის პრობლემა დიდი ოდენობით თანხის გატანამ შეუქმნა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up