ქართველი ჩინოვნიკები აზარტულ თამაშებში - ქობულეთის ვიცე-მერმა და ამბროლაურის მერმა მანქანები მოიგეს

ქართველი ჩინოვნიკები აზარტულ თამაშებში - ქობულეთის ვიცე-მერმა და ამბროლაურის მერმა მანქანები მოიგეს

access_time2022-04-10 17:00:44

TV25.GE-ს ინფორმირებული წყარო ქობულეთის მერიიდან უყვება, რომ ვიცე-მერმა ევროპაბეთში 28 000 დოლარიანი მანქანა მოიგო. ფაქტს დავით ვერულიძე ადასტურებს, თუმცა გვარწმუნებს, რომ პრიზი მამისაა. 

საჯარო მოხელემ ძვირადღირებული ავტომობილის მოგება ქონებრივ დეკლარაციაშიც ასახა.

"თუ გინდათ დამაბრალეთ, რომ მანქანა მე მოვიგე, არც ესაა პრობლემა. კანონი არ დამირღვევია, ამის უფლება გვქონდა. ოჯახმა მოიგო ავტომობილი, კონკრეტულად მამაზეა საუბარი. მანქანა უკვე გავყიდეთ, რაც დეკლარაციაში ასახულია. თუ ზუსტად მახსოვს და არ ვცდები, 40 ლარიანი ბილეთი გვქონდა," - გვითხრა ქობულეთის მერის მოადგილემ.

დავით ვერულიძე ასევე, განმარტავს, რომ მანქანა გასულ წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოიგო.

"მსოფლიო ჩემპიონატის აქტიური გულშემატკივარი ვარ, მათ შორის ოჯახიც. სულ ვუყურებთ, გათაშებაში მამა იყო ჩართული და მოგებაც მისია,"- ამბობს დავით ვერულიძე TV25.Ge-სთან საუბრისას.

როგორც ჩანს, ქობულეთის ვიცე-მერი ერთადერთი ჩინოვნიკი არ არის, რომელიც აზარტული თამაშების იღბლიანი მომხმარებელია. 

ამბროლაურის მერი, დავით მხეიძე, რომელმაც ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გათამაშებაში 2019 წლის პორშე კაიმანი მოიგო, ამბობს, რომ აზარტული თამაშების პოპულარიზების წინააღმდეგია.


ნეტგაზეთთან საუბარში მერი განმარტავს, რომ ეთანხმება რიგი პარლამენტარების ინიციატივას, რომლებიც აზარტული თამაშების რეკლამირებისა და პოპულარიზების წინააღმდეგ გამოდიან. ამ ინიციატივას შესაბამისი კანონპროექტი მოჰყვა, რომელიც “რეკლამის შესახებ კანონში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

“მე მაგით არც დაკავებული ვარ და არც შეპყრობილი, არც იმდენ დროს ვხარჯავ, რომ ჩემს საქმეს ხელი შეეშალოს. უბრალოდ, რაღაც პერიოდის წინ ჩემმა ბიძაშვილებმა გამიკეთეს ეს გვერდი[ტოტალიზატორის საიტზე], წლების წინ.

ხან თვითონ დებდნენ ამ გვერდიდან, ხან- ის, ხან- ეს. ისე კი მიყვარს ფეხბურთი. ერთ-ერთ საღამოს მივედი და ბილეთი ვიყიდე, გასართობად, ჩვენც ადამიანები ვართ. თორემ მაგის არც დრო მაქვს და არც საშუალება დიდად“, – ამბობს მერი ნეტგაზეთთან საუბარში.

მისივე განმარტებით, აზარტულ თამაშებში ჩართულნი არ უნდა იყვნენ ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები, შედარებით ასაკოვანი მოსახლეობა კი, “თუ უნდა თამაში, ითამაშებს, რა თქმა უნდა“.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 22 დეკემბერს, 82 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლობის თანახმად 2022 წლის პირველი მარტიდან ააზარტული თამაშების რეკლამა იკრძალება, გარდა ამისა აზარტულ თამაშებში ჩართვა დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს აეკრძალა, ესენი არიან 25 წლამდე ასაკის პირები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, საჯარო მოხელეები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც თავად მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, რომ მსგავსი ქმედება შეეზღუდოთ.

სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები დაუწესდა სხვადასხვა მიმართულებით:

კერძოდ:

  • სრულად აიკრძალა როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში არსებული სათამაშო ბიზნესის რეკლამირება (თუმცა სპონსორობა კვლავ დაშვებული იქნება);
  • სრულად აიკრძალა 25 წლამდე პირებისთვის თამაში;
  • ონლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მექანიზმი შეიცვალა. სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით  გაიზარდა.



წყარო: tv25.ge,    netgazeti.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up