ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი კომპანიის „ჯეო მულჩის“ წარმოება პანდემიამ 30%-ით შეამცირა

ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი კომპანიის „ჯეო მულჩის“ წარმოება პანდემიამ 30%-ით შეამცირა

access_time2021-10-19 19:00:41

შპს ,,ჯეო მულჩის“ (Geo Mulch LLC) საქმიანობა პანდემიური პერიოდისას საგრძნობლად შეფერხდა. გარდა იმისა, რომ მოთხოვნამ იკლო, შემცირდა წარმოებაში დასაქმებულთა რაოდენობაც, ფაქტობრივად განახევრდა. ამ მდგომარეობამ, როგორც ,,ჯეო მულჩის“ დამფუძნებელი მიხეილ მესტვირიშვილი განმარტავს, შეიცვალა ექსპორტთან დაკავშირებული გეგმაც, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, რომ წარმოება გააფართოონ და როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიაში დანერგონ მულჩირების კულტურა.



საქართველოში ,,ჯეო მულჩი“ პირველია, რომელმაც ინოვაციური პროდუქტი – ორგანული მულჩი და მულჩირების კულტურა ჩამოიტანა და დანერგა. კომპანია სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ერთადერთი მწარმოებელია, რომელიც 2015 წლიდან აშშ–ის სტანდარტის დაცვით ხის ნარჩენისგან  ორგანულ ხის მულჩს აწარმოებს.



როგორც მიხეილ მესტვირიშვილი ,,კომერსანტთან“ აღნიშნავს, მულჩის შემოტანის იდეა აშშ–ში დაიბადა, სადაც მულჩის კულტურას ასწლოვანი ისტორია აქვს და წარმატებით იყენებენ როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ლანდშაფტურ დიზაინში და დეკორატიულ მცენარეთა მოვლისათვის.



კომპანია „ჯეო მულჩის“ დამფუძნებელმა ინტერესი საქმედ აქცია და რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა მულჩის კულტურას, მის გამოყენებას და წარმოებას აშშ–ის წამყვან უნივერსიტეტებში (კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტი), შემდეგ კი ეს ტექნოლოგია საქართველოში დაენერგა.



,,1999 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ, 2008-2009 წლებში შევამჩნიე მულჩის წარმოება, რამაც ძალიან დამაინტერესა.  დავიწყე მოკვლევა, ინფორმაციის შეგროვება და ამ ინოვაციით ჩამოვედი საქართველოში, ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის საჭირო ტექნოლოგია ჩამოვიტანე. ამას განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნავ, რადგან ბოლო წლების  განმავლობაში საქართველოში ნამდვილად დგას მიწების უნაყოფობის და ეროზიის პრობლემა. აქედან გამომდინარე პრობლემა გადაჭრას საჭიროებს. გლობალური დათბობის  პირობებში მულჩი შეუცვლელი პროდუქტია, მიწის გამოფიტვას, ტენის შენარჩუნებას,  ნივთიერებათა ცვლას, ნიადაგის ბიო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. ფაქტობრივად საფარველს წარმოადგენს  კლიმატური ცვლილების დროს, ტემპერატურული რეჟიმის მარეგულირებელია. ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს და საჭიროდ ჩავთვალე დამეწყო წარმოება, ამ მიზნით დავბრუნდი შორეული ემიგრაციიდან 2 ჩემი პარტნიორი ამ ეტაპზეც ამერიკაში რჩება“, - ამბობს მიხეილ მესტვირიშვილი.




პანდემიისას მთავარ გამოწვევას ექსპორტი წარმოადგენს. როგორც მეწარმე აღნიშნავს, თანაინვესტირების ფონდის დახმარებით იგეგმებოდა წარმოების გაფართოება, რასაც პანდემიამ ხელი შეუშალა.



პრობლემა გაჩნდა ადგილობრივ ბაზარზეც და წარმოება მინიმუმ 30%-ით შემცირდა. ეს მაშინ, როცა წლიდან წლამდე მულჩის მიმართ მოთხოვნა ორმაგდებოდა.



,,წარმოება უკვე 6-7 წელია ვითარდება. პირობითად, 2015 წელს საქართველოში 30 000 ლარის მულჩს თუ ვყიდდით,  2016 წელს 150 000 ლარის იყიდებოდა,  ასე ყოველწლიურად 2-ჯერ მატულობდა გაყიდვის მაჩვენებელი, ხოლო 2019 წელს რეალიზაციამ პიკს მიაღწია (გახუთმაგდა 2018 წელთან შედარებით), მარკეტინგზე მინიმალური დანახარჯების ფონზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეკოლოგია და ჯანსაღი გარემო ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა“, - ამბობს მიხეილ მესტვირიშვილი ,,კომერსანტთან“.



კომპანიის წლიური ბრუნვა ამ ეტაპზე 500 000 ლარს შეადგენს.



შპს „ჯეო მულჩი“ ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. პროდუქტს გავლილი აქვს შემოწმება და დადასტურებულია მისი გამოყენების აუცილებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის და აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ.



კომპანიამ 2018 წელს თიბისის ბანკის მიერ გამართულ ეროვნულ ბიზნეს დაჯილდოებაში გაიმარჯვა ნომინაციით “ბიზნესი დადებითი გავლენისთვის”, 2019 წელს კი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის “მელიორას” გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “ნარჩენების მართვა”. 2020 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი, როგორც “სიახლე ტექნოლოგიაში” დაპატენტდა სახელწოდებით – ეკოლოგიურად სუფთა “ბიოორგანული მულჩის” წარმოების ექსკლუზიური ტექნოლოგია (პატენტის # GE U 2021 2064 Y).



ცნობისთვის, მულჩი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების მსხვილ და წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებით. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით – ორგანიკა. შეფერვა ხორციელდება აშშ–ის სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საღებავით.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up