ქართველი ფერმერები ბაღების გაშენების შემთხვევაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ

ქართველი ფერმერები ბაღების გაშენების შემთხვევაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ

access_time2022-10-22 15:00:00

2022 წლის 31 ოქტომბრიდან საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტო დაიწყებს ფერმერებისგან განაცხადების მიღებას “ბაღის კომპონენტის” ქვეპროგრამაში (“დარგე მომავალი”) მონაწილეობის მისაღებად, რომლის ფარგლებშიც ისინი სახელმწიფო თანადაფინანსების მიღებას შეძლებენ. მრავალწლიანი კულტურების ბაღების შესაქმნელად და ასევე ასეთ ბაღებში წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობისთვის.


პროექტში მონაწილეობის პირობები, ძირითადად, იგივე რჩება. ქვეპროგრამის ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ როგორც საქართველოს ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. პროექტი მოიცავს მიწის ნაკვეთებს 0,5 ჰა-დან 50 ჰა-მდე. ამავდროულად, მიწა ოფიციალურად უნდა იყოს დარეგისტრირებული (საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) და იყოს ბენეფიციარის საკუთრება ან იჯარით გაცემული, ხოლო იჯარის დარჩენილი ვადით მინიმუმ 10 წელი.

განმცხადებლის მიერ ბაღის გაშენების შესახებ განაცხადის წარდგენისას ადგილზე მიწა უნდა იყოს დამუშავებული მინიმუმ 40 სმ სიღრმეზე. გარდა ამისა, ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლით ან წყლის მუდმივი წყარო (მდინარე, ტბა, არხი) უნდა იყოს განთავსებული მაქსიმუმ 500 მეტრ მანძილზე.


ასევე დადგენილია გარკვეული მოთხოვნები ნერგების წარმოშობასთან დაკავშირებით. საქართველოში მათი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ პროგრამის „დარგე მომავალის“ ფარგლებში შერჩეულ სერტიფიცირებულ სანერგეებში. ნერგების იმპორტი ნებადართულია აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყნის კონკრეტული სანერგეებიდან, კერძოდ, უკრაინიდან, ბელარუსიიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში დამატებით გათვალისწინებულია ბაღის ქიმიური დამუშავების მოწყობილობები არაუმეტეს 5000 ლარის (1,8 ათასი დოლარი) ოდენობით.


გარდა ფინანსური დახმარებისა, ბენეფიციარებს სთავაზობენ ტექნიკურ დახმარებასაც - ტრენინგებს ინტენსიური ბაღების მოვლის შესახებ.


რაც შეეხება წვეთოვანი სარწყავი სისტემების დამონტაჟების სახელმწიფო თანადაფინანსებას, ის გათვალისწინებულია პროექტის ღირებულების 50%-ის დონეზე, მაგრამ არაუმეტეს 1250 ლარისა (451 დოლარი) 0,5 ჰა-ზე, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები და მაღალმთიანი დასახლებები - 60%, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.


ერთსა და იმავე პირს შეუძლია ქვეპროგრამის ფარგლებში რამდენიმე პროექტი წარადგინოს, თუმცა მათთვის გათვალისწინებული თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს, ჯამში, 250 ათას ლარს (90 ათასი დოლარი), ხოლო მთლიანი მიწის ფართობი - 50 ჰექტარს.



განაცხადები 2023 წლის 28 თებერვლამდე მიიღება.



 bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up