ქართველი ფერმერები, FAO-ს და ავსტრიის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის თანამედროვე  მეთოდებს სწავლობენ

ქართველი ფერმერები, FAO-ს და ავსტრიის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს სწავლობენ

access_time2020-12-11 15:00:00

200-მდე ფერმერი დაესწრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ ორგანიზებულ, 30-ზე მეტ ტრენინგს, რომელთა მიზანი სოფლის მეურნეობის საუკეთესო მეთოდების სწავლება და ფერმერთა შესაძლებლობების განვითარებაა. ინფორმაციას FAO ავრცელებს.



„ტრენინგები აგვისტო-ნოემბრის პერიოდში, რაჭა-ლეჩხუმისა და შიდა ქართლის ოთხ სხვადასხვა თემში ჩატარდა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდებით გამოირჩეოდა, რაც პრაქტიკულ საველე სწავლებებს, დაკვირვებასა და მსჯელობას გულისხმობს. შესაფერისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, წინასწარ მოეწო პომიდვრის, ტკბილი წიწაკის, ლობიოს, მეღვინეობის და მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ნაკვეთები, რომელთა ბაზაზეც ტრენინგები ტარდებოდა. სასოფლო-სამეურნეო ინოვაციები სასწავლო სესიების მთავარი თემა გახდა, ფერმერებს საშუალება ჰქონდათ, პირდაპირ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გაცნობოდნენ ისეთ კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მიდგომებს, როგორებიცაა წვეთოვანი სარწყავი სისტემები, მულჩირება, მავნებლების ინტეგრირებული მართვა და ა.შ. მონაწილეებმა წარმოებასთან დაკავშირებული ყველა რგოლი მიმოიხილეს ნიადაგის მომზადებით, კულტურების და წყლის მენეჯმენტით დაწყებული, შესაბამის ბაზრებთან დაკავშირებით დამთავრებული.



მოსავლიანობის და შემოსავლის გაზრდა



კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი დოესი, პომიდვრის და ტკბილი წიწაკის წარმოების თანამედროვე მიდგომების სადემონსტრაციოდ იქნა არჩეული. სასწავლო კურსის მსვლელობისას, FAO-ს აგრონომებმა ბოსტნეულის წარმოების ყველა ეტაპი მიმოიხილეს.



„FAO-ს დახმარებით, პომიდვრის ნაკვეთზე ხარჯი 30%-ით შევამცირე, წვეთოვანი ირიგაციის და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების გამოყენებით“, - ამბობს გიორგი ტურაშვილი, ტრენინგების მონაწილე და სადემონსტრაციო ნაკვეთის მფლობელი.
იგივე მეთოდები გამოყენებულ იქნა ლობიოს სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში. თესლის სათანადო შერჩევის, ნიადაგის ანალიზის და სასუქის სწორი შეტანის შედეგად, ლობიოს ჭარბი და ხარისხიანი მოსავლის მიღება გახდა შესაძლებელი.




ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში, FAO-ს აგრონომებმა მეღვინეობის კურსები ჩაატარეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მავნებლების ინტეგრირებულ მართვაზე, რადგან მავნებლებზე დროული და პროაქტიური დამუშავება განსაკუთრებით აქტუალურია ტვიშის მიკროკლიმატურ ზონაში უნიკალური, ადგილობრივი ვაზის ჯიშის შესანარჩუნებლად.



სასწავლო კურსები ტვიშის ერთადერთი მეღვინე ქალის, მირანდა ჩხეტიანის, ვენახში ჩატარდა.



„მიხარია, რომ ჩემი ვენახი აირჩიეს ამ ტრენინგების სადემონსტრაციო ნაკვეთად, ჩვენი თემის მრავალი მევენახე დაესწრო ამ კურსებს და ადგილზევე ნახა, როგორ შეიძლება ვაზის მავნებლებთან და დაავადებებთან გამკლავება. FAO-ს დახმარებით, ხარჯიც შემიმცირდა და ჩემი წარმოებაც გაიზარდა“, - ამბობს მირანდა ჩხეტიანი.



ონის მუნიციპალიტეტის მეფუტკრეებს საშუალება მიეცათ თავიანთი ცოდნა გაეფართოებინათ. საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობასთან თანამშრომლობით, FAO-მ, მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების სასწავლო კურსები ჩაატარა. ტრენინგები ფუტკრის ბიოლოგიითა და სიცოცხლის ციკლებით დაწყებული, თაფლის გამოწურვისა და მზა პროდუქციის სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გატანით დამთავრებული, ყველა საჭირო თემას მოიცავდა.



ახალი გამოწვევები



ტრენინგები, რომლებიც COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო რეგულაციის გათვალისწინებით ჩატარდა, მიმდინარე სეზონისთვის დასტულებულია, თუმცა FAO-ს სპეციალისტები უკვე მომავალი წლის სწავლებებისთვის ემზადებიან. ტრენინგები, ადგილობრივი ფერმერების გარდა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრების ექსტენციის სპეციალისტებსაც ჩაუტარდებათ.
„სწავლის პროცესის გაჩერება არ შეიძლება. თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მეთოდების სწავლა და ათვისება უკიდურესად მნიშვნელოვანია. თანამედროვე მიდგომები გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისკენ არის მიმართული. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფერმერებს ხარჯის შემცირებისა და მოსავლის ხარისხის გაუმჯობესების საშუალება ეძლევათ, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია COVID-19 პანდემიის პირობებში“, - ამბობს ბექა ძაძამია, FAO-ADC პროექტის მენეჯერი.



ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, FAO სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ოთხწლიან პროექტა ახორციელებს, რომლის საერთო ბიუჯეტი ორი მილიონი ევროა. პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, სოფლის მეურნეობის მიერ კლიმატის ცვლილებაში შეტანილი წვლილის შემცირებასთან ერთად“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
ფერმერბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up