ქართველი მასწავლებელი, თამარ ლოლიშვილი ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამით ლოუველის უნივერსიტეტში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ქართველი მასწავლებელი, თამარ ლოლიშვილი სიამაყით წარმოადგენს თავის ქვეყანას ლოუველის უნივერსიტეტში, სადაც ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამით მოხვდა.
შეერთებული შტატებიდან თამარი თავის მოსწავლეებს სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ უამრავი სიახლითა და საშუალო სკოლებში გავლილი პრაქტიკული კურსით დაუბრუნდება.
წელს მასწავლებლების ყველაზე პოპულარულ პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 26 თებერვლამდე გრძელდება. მონაწილეობისთვის უნდა იყოთ საშუალო სკოლის სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელი და თავისუფლად ფლობდეთ ინგლისურ ენას. “- ნათქვამია აშშ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.