ქართველი მეცნიერებისთვის ახალი სამეცნიერო პლატფორმა შეიქმნა

ქართველი მეცნიერებისთვის ახალი სამეცნიერო პლატფორმა შეიქმნა

access_time2022-02-20 16:00:40

ქართველი მეცნიერების საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე პოპულარიზაციას და მათი სამეცნიერო ნაშრომების ხილვადობის გაზრდას ემსახურება ახალი სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც ერასმუს + -ის მიერ დაფინანსებული პროექტის HERD – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში შეიქმნა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პორტალი საქართველოში აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსების და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციას გააერთიანებს.

მათივე ცნობით, პროექტს, რომელშიც 12 ქართული უნივერსიტეტია ჩართული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უძღვება. პლატფორმა დაეხმარება უნივერსიტეტებს გრანტებისა და პროექტების მენეჯმენტში, კვლევის შედეგების დისემინაციის თვლადი ინდიკატორების (პუბლიკაციები, პატენტები, კონფერენციები და ა.შ.) დამუშავებაში.

პროექტის პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი და პროექტში ჩართული მეცნიერები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ქართველი მეცნიერებისთვის იქმნება ერთიანი ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ხილვადობის გაზრდას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

„სამეცნიერო პორტალი ხელს შეუწყობს ჩვენი უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ეკოსისტემის სინქრონიზაციასა და თავსებადობას ევროპულ სისტემასთან, რითაც ჩვენი მეცნიერები მოიზიდავენ დაფინანსებას ევროპული წყაროებიდან და ჩაერთვებიან სხვადასხვა საგრანტო პროექტში. ამასთანავე, გაუმჯობესდება ქვეყნის შიგნით არსებული საგრანტო პროექტების შერჩევის მექანიზმები და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, დაემყარება ვალიდურ ინფორმაციას“,- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.


როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, კვლევითი პლატფორმა ხელს შეუწყობს კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ღიაობა და მეცნიერების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ხილვადს გახდის ჩვენს მეცნიერებს, როგორც უცხოელი პარტნიორებისთვის, ისე ეროვნულ დონეზე, შესაბამისად, უკეთ იქნება გაზიარებული შედეგები, რომელიც საქართველოს სამეცნიერო კვლევით სივრცეში სრულდება,“- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის ინფორმაციით, პროექტში ჩართულია სამი რეგიონული და ცხრა თბილისში არსებული ქართული უნივერსიტეტი. ასევე პროექტის საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია) (DTU); კლერმონტ აუვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) (UCA); კოტ დაზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) (UCD).

„პროექტში ჩართული უნივერსიტეტების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ ვრცელია. ჩვენი მიზანი სამეცნიერო პორტალის შექმნასთან ერთად, მეცნიერების მართვაში ევროპელ პარტნიორებთან ცოდნის გაზიარება იყო. შედეგად, უნივერსიტეტების სამეცნიერო დეპარტამენტებს შორის, ახალი იდეებისა და ახალი თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა. მეტიც, 2019 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით მიმდინარე პროექტი ქართულ უნივერსიტეტებში სამეცნიერო დეპარტამენტებისა და სტრუქტურების გაძლიერების შესაძლებლობებს გვაძლევს,“- აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.

შეხვედრაზე პროექტში ჩართულ თსუ მეცნიერებს, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცეს.

პროექტის HERD – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - EMIS); საქპატენტი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; კავკასიის უნივერსიტეტი; ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up