ქართველი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თიბისიმ,  DFC-იმ და USAID-მა 30 მლნ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება  გააფორმეს

ქართველი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თიბისიმ, DFC-იმ და USAID-მა 30 მლნ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს

access_time2022-10-17 12:23:23

თიბისიმ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს.


USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამებთან ერთად, ახალი საგარანტიო პროგრამა თიბისის საშუალებას მისცემს გასცეს 30 მილიონი დოლარის ოდენობის სესხები ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. პროგრამა ორიენტირებულიაქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და საქართველოს რეგიონების განვითარებაზე, რის შედეგადაც შეიქმნება ათასობით მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილი და დაეხმარება ბიზნესებს შემოსავლების გაზრდაში.


აღნიშნული გარანტია თანხვედრაშია თიბისის, USAID-ისა და DFC-ის საერთო ინტერესებთან, ხელი შეუწყონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. USAID-ის მიერ დაფინანსებული და DFC-ის მიერ თიბისი ბანკისთვის მიწოდებული სესხის პორტფელის გარანტია ასევე დაეხმარება იმ ქართველ მეწარმეებს, რომლებიც ცდილობენ ახალი ბიზნესის დაწყებას, ან ახალ სფეროებში გაფართოებას.


„თიბისი ბანკთან გაფორმებული საგარანტიო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მცირე ბიზნესებისა და სტარტაპების განვითარებისთვის საჭირო რესურსების მიწოდების გზით, ასევე, შექმნის მეტი თანამშრომლის დაქირავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების შესაძლებლობას. USAID ამაყობს, რომ საქართველოს კერძო სექტორთან პარტნიორობით მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, რეგიონული განვითარებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის, რაც დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე“ - აცხადებს USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი.


„აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს პარტნიორობას DFC-სა და USAID-თან. საგარანტიო პროგრამა თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონში მოქმედ მცირე ბიზნესებზე, სტარტაპებსა და ქალ -მეწარმეებზე. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ამ სეგმენტის მდგრად განვითარებას, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ DFC-სთან და USAID-თან თანამშრომლობას და იმედი მაქვს, რომ მომავალში არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას განვახორციელებთ ერთად“ - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.



„DFC-ის მიერ თიბისი ბანკისთვის მიწოდებული გარანტია, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით შედგა, გაზრდის ქართული მცირე ბიზნესისთვის მეტად საჭირო დაფინანსებას. ამ რესურსის მობილიზება მოხდება სოფლად მცხოვრებ მეწარმეებზე, ნაკლებად განვითარებულ რეგიონებსა და ქალ მეწარმეებზე, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით.”- აცხადებს DFC-ის აღმასრულებელი დირექტორი - სკოტ ნათანი

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:
აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 30 წელზე მეტი პარტნიორობის შედეგად, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgiaAbout https://www.usaid.gov/georgia..

DFC-ის საქმიანობის შესახებ:


აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი („DFC”) პარტნიორობს კერძო სექტორთან, იმისათვის, რომ დააფინანსოს განვითარებადი მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე კრიტიკული გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტილებები. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია. DFC ასევე უზრუნველყოფს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალების დაფინანსებას განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. DFC-ის ინვესტიციები პასუხობს მაღალ სტანდარტებს და პატივს სცემს გარემოს, ადამიანისა და მშრომელთა უფლებებს.


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up