„ბიზნესის პერსპექტივიდან კანონის უზენაესობის მიმართ აშკარა უნდობლობაა“ - ასე გამოეხმაურა „კომერსანტთან“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის ( EBA) თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტი აშშ-ს მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას. მისივე თქმით სანქციების დაწესება, ისევე როგორც „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“ ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველოს იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.
„ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება, ისევე, როგორც „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი ბიზნესში აშკარა უნდობლობას იწვევს და ევროპელ ინვესტორებში ქვეყანას იმიჯს ულახავს, საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე კვლავ დაზიანებულია და ევროპელი ინვესტორები ყურადღებით ეძებენ და აკვირდებიან მსგავს საკითხებს ქვეყანაში, მანამ სანამ ინვესტიციის განხორციელებას გადაწყვეტენ“ - აღნიშნა ჯონ ბრეკეველდტმა.