"მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ოსტატებს და ვეხმარებით საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაში," - ამის შესახებ "კომერსანტს" USAID/Georgia-ს წარმომადგებლობაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, პანდემიურ 2020 წელს, როცა ყველაფერი დახურული იყო და წლის უდიდესი ნაწილი ბიზნმესმა ლოქდაუნის რეჟიმში გაატარა, USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით 120 ხელოვანმა შეძლო გლობალური ელექტრონული კომერციის პლათფორმა ETSY-ზე საკუთარი ბიზნესის დარეგისტრირება. 2021 წელს კი მაღალი გაყიდვების მქონე ოსტატების მხარდასაჭერად განხორციელდა მარკეტინგული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზრებზე.
"შედეგმაც არ დააყოვნა და გასული წლის ბოლოს, ქართველი ოსტატების მიერ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა $110,000 შეადგინა. ეს გახლავთ იმის შედეგი, რომ
2021 წელს კი მაღალი გაყიდვების მქონე ოსტატების მხარდასაჭერად განვახორციელეთ მარკეტინგული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას საერთაშორისო მომხმარებლებში," - განუცხადეს "კომერსანტს" ორგანიზაციაში.
ავტორი: ბელა გელაშვილი