ქარხნების დახურვიდან მეცხრამეტე დღეს კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი N1 და N2 ქარხნების თანამშროლებს შეხვდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს კომპანიაში შექმნილი ვითარება და ისაუბრეს ქარხნის გახსნასთან დაკავშირებულ გეგმებზე.
პარალელურად, ქარხნის წინ კომპანიის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. თანამშრომლები ახალი ხელშეკრულებების პირობებს და თანაშრომლების გათავისუფლების შესახებ კომპანიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ ბევრ რუსულ კომპანიას დასავლეთმა სანქციები დაუწესა. მათ შორის მოხვდა „ალფა ჯგუფი“, რომელიც ბორჯომის წილის საკონტროლო პაკეტს ფლობს. ბორჯომის ქარხნები 29 აპრილს დაიხურა.