ქათმის ხორცი ყველა მწარმოებელმა გააძვირა

ქათმის ხორცი ყველა მწარმოებელმა გააძვირა

access_time2022-02-04 11:00:02

ქართულ ბაზარზე ქათმის ხორცის ფასი კატასტროფულად იზრდება. 2021 წელს, წლიურ ჭრილში, ხორცისა და ხორცპროდუქტების ღირებულება თითქმის 12%-ით გაიზარდა. თუმცა ტენდენცია ამით არ შეჩერებულა. ქათმის ხორცპროდუქტები მკვეთრად გაძვირდა იანვარშიც, რის მიზეზადაც ქართველი მეწარმეები გლობალური პროცესის გავლენას, განსაკუთრებით კი ნედლეულის მაღალ ფასს ასახელებენ.


როგორც ,,კომერსანტთან“ კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი, ,,მეფრინველეობის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, მარტო საკვების ხარჯი 1 წელიწადში გაორმაგდა, რასაც ბიზნესი რთულად უმკლავდება.

 

,,ქათმის ხორცის წარმოების ხარჯი კატასტროფულად გაზრდილია, ამიტომ ყველამ გააძვირა,  ვის როგორც უღირს. ეს არ იყო მოულოდნელი, 1,20 ლარს მიაღწია ხორბლის ფასმა, როცა პანდემიამდე 55-60 თეთრად ვყიდულობდით. საკვების ხარჯი თვითღირებულებაში კი 65-70%-ის ფარგლებშია. ფასების შეკავება დღევანდელ მდგომარეობაში ძალიან ძნელი, ფაქტობრივად წარმოუდგენელია გაძვირებული ნედლეულის გამო. რაც დიდია წარმოება, დანარჩენი ხარჯი შედარებით მცირეა. ამიტომ მასიურად მოიმატა ქათმის ხორცის ფასმა,  ზოგმა 10%-ით, ზოგმა 15%-ით გააძვირა. ტენდენციას მივყვებით, რასაც ვერავის დავაბრალებთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეა.  კოვიდმა მთელი სამეწარმეო ბიზნესი თავდაყირა დააყენა“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი და დასძენს, რომ გაიზარდა კვერცხის წარმოების თვითღირებულებაც და არ არის გამორიცხული, ქათმის ხორცის შემდეგ კვერცხის ფასი ისევ დაკორექტირდეს.



,,გარდა საკვებისა, სხვა ნედლეულიც გაძვირებულია, კვერცხის წარმოება რომ ავიღოთ, მარტო მუყაოს ყუთი, რითაც მაღაზიებში პროდუქტი შედის, 3,20 ლარი გვიჯდება, როცა 1,20 ღირდა. 23 თეთრი ღირს ქაღალდის თითო ფირფიტა, რომელსაც აქამდე 13 თეთრად ვყიდულობდით. ყველაფერს ,,ცეცხლი უკიდია“,  ბიზნესიც რთულ სიტუაციაშია.  ყოველი თეთრი მტკივნეულია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ინდუსტრიისთვისაც, რადგან რეალიზაცია ჭირს. დაინტერესებული ვართ და თუ მცირე საშუალებაც გამოჩნდება, ფასი უნდა  დავწიოთ, მაგრამ ჯერჯერობით თავს ზევით ძალა არ არის. არაფერი გამოვა, რაც არ უნდა ვცადოთ, მთელ მსოფლიოში ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემაა და ვერც ჩვენ აღმოვჩნდით გამონაკლისი“,  აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

 

ცნობისთვის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ერთ-ერთი პროდუქტია ხორცი და ხორცის პროდუქტები, რომელიც 2021 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა. კერძოდ, ზრდა ამ მიმართულებით 11,9 %-ს შეადგენს.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, იანვარში ინფლაციის დონემ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.9% შეადგინა, ბოლო 12 თვეში კი სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 10.5%-ით გაიზარდა.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up